LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყდა

106

პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყდა. საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე, დაკავების დროს პაატა პავლიაშვილის გარდაცვალებაში პოლიციის თანამშრომლები დამნაშავეები არ არიან. პროკურატურის განმარტებით, თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებით დაადგინეს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა პაატა პავლიაშვილზე არც იძალადეს და როგორც კი თავი შეუძლოდ იგრძნო, დაუყოვნებლივ  ახსნეს ხელბორკილი.

25 ოქტომბერს, საღამოს, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, მოქალაქეებმა მეზობლური კონფლიქტის გამო საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. უწყების ცნობით, პატრულ-ინსპექტორებმა კონფლიქტი განმუხტეს და მალევე მათთან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მივიდა. შსს-ს მტკიცებით, კაცი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მოქალაქეს, რომელმაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ასევე, გარშემო მყოფ პირებს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, კაცი “უეცრად შეუძლოდ გახდა” და გარდაიცვალა. უწყების პრესსამსახურის უფროსი აცხადებს, რომ პირის გარდაცვალებაში პოლიციელების ბრალეულობა კატეგორიულად გამორიცხულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები