LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაციენტები იმყოფებიან პირობებში, რომელიც შესაძლოა, არაადამიანურ მოპყრობას უტოლდებოდეს – ომბუდსმენი

77

“სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა შემაშოთებელია,” – ასე აფასებს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, დაწესებულებაში არსებულ მდომარეობას.

ნინო ლომჯარიამ, რომელიც “სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში” პირადად იმყოფებოდა, განაცხადა, რომ პაციენტები გაუსაძლის, ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში იმყოფებიან.

„გაუმართავი ინფრასტრუქტურა, ამორტიზებული შენობები, არასაკმარისი ვენტილაცია, მძაფრი, უსიამოვნო სუნი, დარღვეული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ფსიქიატრიულ დაწესებულებაში შესვლისთანავე თვალში გხვდება. ბენეფიციარები იმყოფებიან ისეთ პირობებში, რომელიც შესაძლოა არაადამიანურ მოპყრობას გაუტოლდეს,“  – განაცხადა სახალხო დამცველმა.

ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიმართოს შესაბამის ზომებს, რათა შეძლებისდაგვარად გაუმჯობესდეს ა.ქაჯაიას სახელობის „სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოში“ განთავსებულ პაციენტთა პირობები.