LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პადვლებში” კეტავთ ხალხს, თქვენ დროს ხდება თუ ხდება – დაპირისპირება რუსთავში (ვიდეო)

60

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს  „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აქცია მოუწყვეს, რომელზეც პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ რუსეთთან ომის დაწყების თაობაზე გაკეთებული განცხადება გააპროტესტეს. აღნიშნული „ქართული ოცნების“ რამდენიმე აქტივისტმა გააპროტესტა, რაც საბოლოოდ, აქციის მონაწილეებსა და მათ შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს. მათივე ცნობით, დაშავდა „ნაციონალური მოძრაობის“ ორი აქტივისტი, რომელთაც დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა.

„თქვენმა დასაქმებულებმა გადამიარეს, ყელში წამიჭირეს,“ – მიმართა ერთ-ერთმა დაშავებულმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძეს, რომელმაც ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილში მოინახულა.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი აქტივისტი თალაკვაძისგან დაინტერესდა, მოყვებოდა თუ არა დღეს მომხდარ ფაქტს რეაგირება, რაზეც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მიუთითა, რომ აღნიშნულზე პასუხი შესაბამის უწყებებს უნდა გაეცათ.

„თქვენ დროს როგორც იყო, ისე აღარ არის. დრო აგერიათ,“ – მიმართა აქტივისტს თალაკვაძემ.

„გვაინტერესებს, პასუხს აგებენ თუ არა დამნაშავეები? „პადვლებში“ კეტავთ ხალხს, თქვენ დროს ხდება თუ ხდება“, – მიმართა თალაკვაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა.

 

პოპულალურები