LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაკისტანელი ჩაის გამყიდველი სოციალური ქსელების ვარსკვლავად იქცა

162

არშად ხანი ისლამაბადის ბაზარში ჩაის ყიდის. 18 წლის ბიჭი ფოტოგრაფმა ჯია ალიმ ბაზარში რამდენიმე თვის წინ შენიშნა, თუმცა კადრები სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ განათავსა. პაკისტანელი გამყიდველის პორტრეტი, რომელიც ჩაის ასხამს, 15 ათასამდე ადამიანმა მოიწონა.

არშადს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მედიასაშუალებები დაუკავშირდნენ ინტერვიუსთვის. ერთ-ერთ ჟურნალისტთან მან განაცხადა, რომ 17 და და ძმა ჰყავს, ისინი პაკისტანის ერთ პატარა პროვინციაში ცხოვრობენ. სანამ ჩაის გაყიდვას დაიწყებდა, არშადი ხილით ვაჭრობდა, ახლა კი მოულოდნელი პოპულარობით გაოცებულია და თავს უხერხულადაც გრძნობს.

პოპულარობა არშადს ფინანსურადაც დაეხმარება – პაკისტანურმა ინტერნეტ-მაღაზიამ მასთან თანამშრომლობა მოისურვა.

სოციალური ქსელების ბევრ მომხმარებელს ამბის არ სჯერა და ამბობენ, რომ ბიჭი ჩაის გამყიდველს არ ჰგავს და ასეთი დაბალი შემოსავლის კვალობაზე კარგად გამოიყურება.

1

2

3

4

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები