LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პალერმოში „კოზა ნოსტრას” ერთ-ერთი კლანის ხელმძღვანელი დააკავეს

93

პალერმოში ჩატარებული სპეცოპერაციისას „კოზა ნოსტრას“ ერთ-ერთი მძლავრი კლანის – „ბრანკაჩოს“ ხელმძღვანელი, პიეტრო ტალიავია, დააკავეს.

იტალიელი სამართალდამცველების ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს მაფიის ზედა რგოლის 34 წარმომადგენელი  და მათი თანამზრახველები დააკავეს. საერთო ჯამში, 60 მილიონი ევროს ოდენობის ქონების ჩამორთმევა მოხდა.

დაკავება და ჩხრეკა, სიცილიის გარდა, ლაციოში, ტოსკანაში, აპულიაში, ემილია-რომანიასა და ლიგურიაში განხორციელდა.

დაკავებულებს შორის „ბრანკაჩოს კლანის“ ხელმძღვანელი, პიეტრო ტალიავია, არის, რომელიც შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.

დაკავებულებს ბრალად ედებათ ფულის გათეთრება და ბიზნესმენებზე ზეწოლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები