LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პალიასტომის ტბაში თევზაობისთვის ლიცენზია იქნება საჭირო

130

პალიასტომის ტბასა და ნათხარებში თევზაობისთვის ლიცენზია იქნება  საჭირო და ნებართვის  გარეშე აქ თევზის დაჭერა დაისჯება.

ამასთან დაკავშირებით  მთავრობამ  დადგენილება უკვე მიიღო, რომელიც ძალაში უკვე შევიდა.

დადგენილებით განისაზღვრა, რომ პალიასტომის ტბასა და ნათხარებში, რომელიც პალიასტომის ტბის სამხრეთით არსებული ტბის მოსაზღვრე წყლის სივრცეს წარმოადგენს,  თევზაობა იმ ადგილების ნუსხას დაემატა, სადაც თევზის დაჭერისთვის  საგანგებო ლიცენზიაა საჭირო.

ლიცენზიის საფასურსს, გაცემის წესსა და პირობას მთავრობა  განსაზღვრავს. გამონაკლისი იქნება სამეცნიერო თვალსაზრისით თევზჭერა, რომლისთვისაც ლიცენზიის პირობებს  უშუალოდ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი განსაზღვრავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები