LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პალიტრა L“ ილია II-ის შესახებ ბიოგრაფიული კრებულის გამოსაცემად ემზადება

177

გამომცემლობა „პალიტრა L“-ი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის შესახებ ბიოგრაფიული კრებულის გამოსაცემად ემზადება. ოთხტომეული უკვე შეიქმნა საქართველოს პატრიარქის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ საარქივო მასალებზე დაყრდნობით და ილია II-ის შესახებ დღემდე გაუსაჯაროებელ დოკუმენტებს აერთიანებს.

წიგნი „ილია II“ პატრიარქის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გზას ასახავს.კრებულში თავმოყრილია მრავალი სახის ინფორმაცია: საოჯახო წერილები, ბავშვობის, სტუდენტობისა და მისი შემდგომი პერიოდის პირადი ფოტოები, ოფიციალური მიმოწერები საჯარო პირებთან და სხვა დოკუმენტები. წიგნში განთავსებულია მხოლოდ საპატრიარქოს არქივში დაცული მასალები. მასში ვერ შევხვდებით თხრობასა და ავტორისეულ შეფასებებს პატრიარქის შესახებ. კრებულში მოცულობითი ინფორმაციაა არა მხოლოდ პატრიარქის ცხოვრების შესახებ, არამედ საქართველოს უახლოესი ისტორიიდან. ილია მეორის

მოღვაწეობის კონტექსტში აღწერილია პროცესები და მოვლენები, რომლებიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ხდებოდა ქვეყანაში.

წიგნი შეადგინა საპატრიარქოს არქივის ხელმძღვანელმა მზია კაცაძემ, რომელმაც 25 ათასამდე დოკუმენტიდან აარჩია მასალები. წიგნის კონსულტანტები კი არიან ისტორიის პროფესორები

სერგო ვარდოსანიძე და ელდარ ბაბულაშვილი. კრებულში პატრიარქის ცხოვრების დეტალები ქრონოლოგიურადაა დალაგებული.

ოთხტომეულის პირველი ტომის შეძენა პატრიარქის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მკითხველს 19 დეკემბრიდან შეეძლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები