LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პანიკა არ არის საჭირო!” – რას ამბობენ ჯანდაცვის სამინისტროში ლისის ტბასთან გავრცელებულ ტკიპებზე

712

ტკიპები, რომლების ლისის ტბის მიმდებარედ გვხვდება, მნიშვნელოვანი დაავადებების გადამტანები არ არიან, – ამის შესახებ “ფორტუნას” დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, პანიკის ან შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.

„ძალიან გთხოვთ, აჟიოტაჟს ნუ შექმნით. არავითარი სავალალო შედეგი ნაკბენს არ მოჰყვება,  ზაფხულია  და ტკიპები ამ დროს ჩნდებიან, მათ შორის, წყალსატევებთან ახლოს. ეს ტკიპები არ არიან მნიშვნელოვანი დაავადებების გადამტანი და პანიკა ამასთან დაკავშირებით არ არის საჭირო,“ –  განაცხადა გამყრელიძემ.

“ფეისბუქზე” ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლისის ტბაზე ტკიპის კბენის შედეგად ახალგაზრდა ქალს რთულად სამართავი ინფექცია დაემართა.

თავის მხრივ კი ლისის ტბის ადმინისტრაციამ რამდენიმე დღის წინ ტერიტორია შეწამლა, თუმცა, ინფორმაციაში არ აღნიშნავენ, რომ სპეციალური  ხსნარით ტერიტორია სწორედ ტკიპების გამო შეწამლეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები