LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანკისის ხეობაში 18 სოფლის გაზიფიცირება დასრულდა

98

ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, შპს  „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბენდელიანმა,„სოკარ ჯორჯია გაზი“-ის დირექტორმა აზერ მამადოვმა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა, პანკისის ხეობაში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში ახლად აშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს და სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს.

სოფელ საკობიანოში განხორციელებული გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა 209 ადგილობრივ ოჯახს აქვს.

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, პანკისის ხეობაში სულ გაზიფიცირდა 18 სოფელი. ჯამური აბონენტების რაოდენობა შეადგენს 2 715 -ს.

შ.პ.ს „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ საქართველოს მთავრობის დავალებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის 18 სოფლის სრული გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს 2016 წლიდან ახორციელებს. ამ პერიოდში აშენდა 167,5 კმ გაზსადენი.

სამუშაოები სახელმიწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და ფაქტიურმა ღირებულებამ 6 243 818 ლარი შეადგინა.

გაზგამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციას კომპანია „სოკარ-ჯორჯია გაზი“ განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს, ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების ტარიფი 600-დან 400 ლარამდე შემცირდა. მოქალაქეებს შემცირებული ტარიფის გადახდა 25 ლარიანი პორციებით 16 თვის განმავლობაში შეუძლიათ. მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები