LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად 3 პირი დააკავეს

91

პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია დასრულდა. დილის 04:00 საათიდან სოფელ ომალოსა და დუისში სპეცოპერაციას 50-ზე მეტი სპეცრაზმელი ატარებდა. შედეგად, სამი ადგილობრივი დააკავეს.

წინასწარი ინფორმაციით, ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 22 ნოემბერს ჩატარებულ კონტრტერორისტულ ოპერაციას უკავშირდება.

ოფიციალური ინფორმაციით, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ახმედ ჩატაევი და კიდევ ორი ადამიანი იქნა ლიკვიდირებული, ხოლო ერთი დაკავებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები