LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანკისის მოსახლეობა პრემიერთან შეხვედრას ითხოვს

83

პანკისის ხეობის მოსახლეობა პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვს. ამის შესახებ დღეს თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში შეკრებილმა პანკისელებმა განაცხადეს. ისინი გიორგი კვირიკაშვილს ხეობაში ჩასვლას სთავაზობენ და მაჩალიკაშვილის საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

ჩვენ ვითხოვდით გენერალურ პროკურორთან შეხვედრას, თუმცა ეს არ მოხდა. ახლა კი ვითხოვთ პრემიერმინისტრთან შეხვედრას და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის დეტალებით დაინტერესებას. პრემიერს ვთავაზობთ აქ, ხეობაში ჩამოსვლას. თუ სხვა თემებზე მარტივად ჩამოდიან ხელისუფლების წარმომადგენლები, დროა, ჩვენი მოთხოვნაც გაითვალისწინონ და შეხვედრა ხეობაში შედგეს. ასევე, ჩვენ ვითხოვთ, რომ თემირლანის ოჯახს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი, თემირლანს მიენიჭოს უდანაშაულოს სტატუსი და დაისაჯოს ყველა დამნაშავე პირი,“ – განაცხადა სალაფიტური თემის წარმომადგენელმა.