LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მარიამ კუბლაშვილის ნათესავია

60

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი წერს პანკისის ოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის შესახებ, რომელიც, ადვოკატის განცხადებით, მისი ნათესავია და როგორც ჩანს, თავად აპირებს მისი უფლებების დასაცავად ბრძოლას. მარიამი წერს, რომ თემირლანს მეორედ შუბლში ესროლეს და უმძიმეს მდგომარეობაშია თელავის საავადმყოფოში, სადაც სიკვდილს ებრძვის.

მარიამი წერს:

„თემირლან მაჩალიკაშვილი. 19 წლის. ამჟამად სიკვდილს თელავის საავადმყოფოში ებრძვის. როგორც ოჯახის ახლობლებმა მითხრეს დაჭრილია ჯერ მხარში, შემდეგ კი ნასროლი აქვს შუბლში, სასიკვდილოდ. თემირლანს პირადად არ ვიცნობ, თუმცა ჩემი ნათესავია, სწავლობს თბილისში, როგორც ახასიათებენ წესიერი და მშვიდი ბიჭია. ვიცნობ მამას – ვახტანგ მაჩალიკაშვილს, რომელიც პანკისში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, გვარის უფროსია. წესიერი და პატიოსანი ოჯახია. მისი მისამართით სროლა განხორციელდა მწოლიარე მდგომარეობაში, საკუთარ სახლში. დაკავება თავისუფლად შესაძლებელი იყო თბილისში. რა მოხდა, რა ხელყუმბარაზეა საუბარი, რომლითაც თემირლანი თავდაცვის მიზნით ვითომდა საკუთარ მშობლებს და სახლს ააფეთქებდა გაურკვეველია, ლოგიკურ კითხვას ბადებს, თუ რატომ ესროლეს საკონტროლო გასროლით ხელმეორედ პირდაპირ შუბლში? მჯერა, გადარჩება და ერთად ვიბრძოლებთ სიმართლის გასარკვევად. წარმოუდგენელია მისი კავშირი ტერირისტებთან, პასუხი უნდა გაეცეს საზოგადოების კითხვებს, რა მოხდა!“

პოპულალურები