LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანკისობის დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა

58

პანკისობის დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა. ამის შესახებ ახმეტის მუნიპალიტეტის მერმა განaცხადა. იოსებ ქარუმაშვილის თქმით, დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების მოთხოვნა გაითვალისწინეს და „პანკისობა 2018“ გააუქმეს.

“თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი მოითხოვდა არ ჩატარებულიყო ეს ღონისძიება. ბუნებრივია, დაპირისპირიების თავიდან აცილების მიზნით, გადავწყვიტეთ ღონისძიებების გაუქმება. „პანკისობის“ დღესასწაული ათეულ წელს ითვლის და ადგილობრივები ხელმოწერებს აგროვებდნენ, რომ „პანკისობა 2018“ ჩაგვეტარებინა, თუმცა დღეს ასე მოხდა”, – განაცხადა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა.

ამასთან, პანკისში ღონისძიების გამართავს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები დილიდან აპროტესტებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები