LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი გახდა

456

პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ყოფილი ადვოკატი დარწმუნებულია, რომ მისი შეცვლა ოჯახის გადაწყვეტილებით არ მოხდა. იმის შესახებ, რომ ცირა ჯავახიშვილი თემირლან მაჩალიკაშვილს აღარ დაიცავდა, დღეს გახდა ცნობილი. ის მარიამ კუბლაშვილმა ჩაანაცვლა. მიზეზად კი ოჯახთან ახლობლობა დასახელდა. დაჭრილის უკვე ყოფილი ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეში მტკიცებულებების გაყალბება მოხდა და ეს სწორედ მაშინ მიმდინარეობდა, რაც ის უშედეგოდ ცდილობდა სუს-ში გამომძიებლისთვის განცხადების დატოვებას.

მთელი დღის განმავლობაში ვიყავი სუსის შენობის წინ და ვცდილობდი, ჩამებარებინა ორდერი, განცხადება მოთხოვნით, რომ არ ჩაერთოთ სახაზინო ადვოკატი და მხოლოდ ჩემთვის გადმოეცათ მასალები. ბრალდებულად მოხსენიებულია თემირლან მაჩალიკაშვილი, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც იმ ოთხ წარედგინა ბრალი, წესით და რიგით, ისე უნდა წარდგენოდა ბრალი. მაგრამ ვინაიდან მე დილას გამოვაქვეყნე ინფორმაცია, სუსის თანამშრომელმა განაცხადა, რომ ბრალი არ წარუდგენიათ. კი ბატონო, აქვთ გადაფიქრების უფლება,“ – განაცხადა ცირა ჯავახიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პანკისში დაკავებული 5 პირიდან 4-ის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო იმსჯელებს. რაც შეეხება თემირლან მაჩალიკაშვილს,  ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მას ბრალი ჯერ არ წარდგენია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები