LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანკისში დაკავებული ტემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეშია დაჭრილი

65

“პანკისში სპეცოპერაციის დაკავებული პირები დაკავშირებული არიან თბილისში 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენენ მათ ხელშემწყობ პირებს,” – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგობიანი ერთ-ერთი დაკავებულის, ტემირლან მაჩალიკაშვილის შესახებ ამბობს, რომ აღნიშნული პირი სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა.

“ტემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა, წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცველებისთვის, კერძოდ, უნდოდა, მოქმედებაში მოეყვანა ხელყუბმარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, გამოყენებულ იქნა პროპორციული ძალა და მოხდა ტემირლან მაჩალიკაშვილი მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლსასროლი დაზიანება. იგი ამჟამად ჰოსპიტალიზებულია,” – განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები