LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანკისში გამოძიების ობიექტურად ჩატარებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტს აანონსებენ

64

თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების შემდეგ ხეობაში სალაფიტური თემის წარმომადგენლები კომენტარს აკეთებენ.

პანკისის ხეობის იმამის წარმომადგენელი, მუსა გოდერძიშვილი, მეტსახელად „მუსა პანკისელი“ იმედოვნებს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება და პროცესი დროულად დასრულდება. მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ხეობის მცხოვრებლები პროტესტის გამოხტვას არ გამორიცხავენ, თუმცა, მათი მოქმედება კანონის ფარგლებში იქნება.

“აქციები ან სხვა რაიმე სახით პროტესტის გამოხატვა არ იგეგმება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება არასამართლიანი იქნება, განცხადებას გავავრცელებთ და კანონის ფარგლებში ვეცდებით სამართლის დადგენას”, – აცხადებს მუსა პანკისელი.

პოპულალურები