LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანკისში სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილს პატიმრობა შეეფარდა

45

თბილისის საქალაქო სასამრთლოში პანკისში სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილს პატიმრობა შეეფარდა.

გორნაკაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების საკითხზე სასამართლო პროცესი ცალკე წარმოებად წარიმართა. პროცესზე მისმა ადვოკატმა, ირაკლი ბენიამ, გორნაკაშვილისთვის 10-ათასლარიანი გირაო მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

როგორც ადვოკატმა თქვა, ზურაბ გორნაკაშვილმა გამოძიებას დეტალური ჩვენება მისცა. რაც შეეხება სპეცოპერაციის დროს დაკავებულ კიდევ სამ ბრალდებულს, ირაკლი ბენიას ინფორმაციით, ისინი ჩვენების მიცემაზე ჯერჯერობით უარს ამბობენ. ადვოკატი ფიქრობს, რომ შეიძლება სწორედ ეს გახდა საქმის წარმოებიდან გორნაკაშვილის საქმის ცალკე გამოყოფის მიზეზი.

პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სუს-მა 5 პირი დააკავა, რომლებიც აჰმედ ჩატაევის მოკავშირეები იყვნენ, ისინი დაეხმარნენ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლასა და თბილისში ბინის ქირაობაში, სადაც 21-22 ნოემბერს სპეცოპერაცია ჩატარდა.

სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს მოკლულ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები