LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანოფობია – ახალი საშინელებათა ჟანრის თამაში 10 000 ლარიანი პრიზით

87

მათ ვისაც საშინელებათა ჟანრი იზიდავს ადრენალინის მიღების ახალი შესაძლებლობა აქვთ.

ქუესტის, ჰორორის და რეალითი შოუს გაერთიანებით შექმნილ ახალ ქართულ თამაშში “პანოფობიაში” მონაწილეობის მიღება 29 მაისიდანაა შესაძლებელი.

ადრენალინის დიდ დოზასთან ერთად, ფინალური ეტაპში გამარჯვებულები, 10 000 ლარიან პრიზს მიიღებენ.

პანოფობიას პირველ ეტაპზე მომხმარებელს მხოლოდ ერთი ოთახიდან უწევს თავის დაღწევა. ის ვინც თავსატეხს ამოხსნის, ავტომატურად ფინალში ხვდება, სადაც სხვა გამარჯვებულებს დაუპირისპირდება.

“მოთამაშეებს ქუესტ ოთახის გატეხვაში, ხელს ის დაძაბული ფონი შეუშლით, რომელიც შევქმენით. გვინდა, რომ ამ საინტერესო თამაშით და საკმაოდ სოლიდური პრიზით, ახალგაზრდებს გართობის ახალი ვარიანტი შევთავაზოთ და არამარტო მათ, ყველა მსურველს”, – აცხადებს თამაშის შემქმნელი ირინა ხომასურიძე “ფორტუნასთან”.

როგორც ის აღნიშნავს, ქუესტის ტიპის თამაშები ევროპაში ძალიან პოპულარულია და საქართველოში “პანოფობიით” დაინტერესება იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ სულ მალე ეს ჟანრი, ჩვენს ქვეყანაშიც ძალიან მიმზიდველი და პოპულარული გახდება.

“19 მაისს უნდა გახნილიყო ოფიციალურად ეს სივრცე. გაიხსნა კიდეც, უბრალოდ ერთი კვირის ბილეთები მთლიანად, ერთ-ერთმა კომპანიამ შეიძინა. ასე, რომ მსურველებს ბილეთების შეძენა 29 მაისის თამაშისთვის შეუძლიათ”, – განმარტა ირინა ხომასურიძემ.

მისი თქმით, თამაშს, რომლისთვისაც სივრცე წერეთლის 112-ში გამოიყო, თეატრალიზებული ფორმა აქვს. მასში მონაწილეობის მიღებისთვის საჭიროა, მსურველი 18 წელს აღემატებოდეს, საკუთარ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა აიღოს (წერილობით) და შეიძინოს ბილეთი (ადგილზე ან tkt.ge-ზე) რომლის ფასი 50 ლარს შეადგენს (ორ კაცზე).

https://www.facebook.com/panophobia.ge/videos/190582544906319/

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები