LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპარაცებმა პარიზში პითონის ტყავში შემოსილი სელინ დიონი გადაიღეს

259

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოდური ქალბატონის ტიტულს სელინ დიონი წლებია ინარჩუნებს და თამამ ექსპერიმენტებზე უარს არასდროს ამბობს.

ამჯერად, კანადელი ვარსკვლავი პარიზის ქუჩებში, „ბალმანის“ ახალ კოლექციაში გამოწყობილი დააფიქსირეს. დიონს პითონის ტყავისგან შეკერილი მაღალყელიანი ჩექმა და მოსასხამი ეცვა.

მომღერალი პაპარაცების დანახვამ გაახარა. იგი გაჩერდა, ობიექტივის წინ იპოზიორა და მათ ჰაეროვანი  კოცნა გაუგზავნა.

შეგახსენებთ, რომ დიონს მისი მოცეკვავეების გუნდის ერთ-ერთ წევრთან რომანს მიწერენ, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არცერთი მხრიდან არ დადასტურებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები