პაპილომა ვირუსი, საოფისე გინეკოლოგია და მედიკამენტების „გადაჭარბებული სიყვარული“ – აპოლონ მესხის რეკომენდაციები

პოპულარული

პაპილომა ვირუსი, საოფისე გინეკოლოგია და მედიკამენტების „გადაჭარბებული სიყვარული“  – აპოლონ მესხის რეკომენდაციები

გადაცემია ლაივი LIVE

რა სახის პათოლოგიებია ყველაზე გავრცელებული დღეს გინეკოლოგიაში და რა არის ამის მიზეზი, რა როლი აქვს ამაში გენეტიკურ ფაქტორებს, არის თუ არა ჭარბი წონა მიომებისა და პოლიპების განვითარების მთავარი მიზეზი, რას გულისხმობს საოფისე გინეკოლოგია, რა სიმპტომებით შეიძლება გამოვლინდეს პაპილომა ვირუსი და როდისაა ის საშიში და ბოლოს, არჩევითი საკესრო კვეთა – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში ბრიტანეთის უმაღლესი რანგის კლინიცისტმა, სამეფო კოლეჯის წევრმა, მეან გინეკოლოგმა აპოლონ მესხმა ისაუბრა. აპოლონ მესხი 24 წლის განმავლობაში ბრიტანეთში მოღვაწეობდა, ერთი წლის წინ კი მან მუშაობა ჟორდანიას ვაკის ფილიალში დაიწყო.

 ბატონო აპოლონ, ყველა ქვეყნისთვის დამახასიათებელია განსხვავებული გინეკოლოგიური ფაქტორები, რა სახის გინეკოლოგიურ პათოლოგიებს ვხვდებით ჩვენს ქვეყანაში და  რა არის მომართვიანობის ყველაზე ხშირი მიზეზი ?

როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, ყველა ქვეყანას თავისი ეპიდემიოლოგია ახასიათებს, არა მხოლოდ გინეკოლოგიაში არამედ ყველა სფეროში. საქართველოსაც თავისი სპეციფიკური მახასიათებლები აქვს, რომელიც სამწუხაროდ ჩვენთვის ჯერ კიდევ კარგად ცნობილი არ არის, თუმცა ეპიდემიოლოგიური სამსახური ძალიან საინტერესო მუშაობას ეწევა და ბევრი დაავადების შესახებ დღეს ინფორმაცია უკვე მოიპოვება, მაგრამ ეპიდემიოლოგია ისეთი დარგია, რომ მისი ძირითადი მონაცემები მუდმივად იცვლება. დროთა განმავლობაში სხვადასხვა დაავადება ხდება აქტუალური.

გინეკოლოგიაში ხშირ დაავადებებს მიეკუთვნება ისეთი დაავადებები, რომლებიც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ქალბატონებში სხვადასხვანაირად ვლინდება. მოდიან პაციენტები, რომლებმაც იციან თავიანთი დაავადების შესახებ და ამბობენ, რომ აქვთ მიომის ან ენდომეტრიოზის დიაგნოზი დასმული, მეორე შემთხვევაში კი ქალბატონები მოდიან ერთი კონკრეტული სიმპტომით. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი სიმპტომის საფუძველზე ექიმისთვის მიმართვა, რადგან ეს დაავადების ადრეულ სტადიაში აღმოჩენის საშუალებას იძლევა.

ახალგაზრდა, 20 წლამდე ასაკის ქალებში უფრო ხშირად ვლინდება მენსტრუაციული ციკლის დარღვევები, მათ ჯერ არ აქვთ ორგანული დაავადებები. უფრო ზრდასრულ ასაკში 20 დან 35 წლამდე ქალბატონებში ნაყოფიერების საკითხები წამოიწევს წინა პლანზე. 35 წლიდან ზემოთ კი არის გინეკოლოგიური სფეროს დაავადებების მთელი გამა, ხშირია მიომა, ენდომეტრიოზი, ტკივილის სინდრომი, სხვადასხვა წარმოშობის კისტები.

წარსულთან შედარებით, დღეისათვის ჩვენთვის სრულიად სხვა კუთხით არის საინტერესო ეს დაავადებები, ჩვენ ამ დაავადებებს ვუყურებთ, როგორც პოტენციურად კიბოს წინარე დაავადებებს და მათ მენეჯმენტს ვანხორციელებთ იმის მიხედვით, თუ როგორია მათი გაავთვისებიანების პოტენციალი.

45-47 წლიდან მენოპაუზასთან დაკავშირებული სიმპტომები ხდება წამყვანი, აქედან გამომდინარე მენსტრუაციული ციკლის დარღვევა.  ამ დროს  ქალებისთვის ყველაზე შემაწუხებელი პრობლემა არის ალები, ძილის დარღვევა და ა.შ, რომელიც ნორმალური მენოპაუზალური პერიოდის მახასიათებელია, მაგრამ ამ დროს განსაკუთრებული ადგილი უნდა ეჭიროს და სამწუხაროდ არ უჭირავს მოულოდნელ გინეკოლოგიურ სისხლდენებს, რომლებიც ხშირად საკმაოდ საშიში დაავადებების ადრეული გამოვლინებაა.

რატომ ხდება, რომ ზოგიერთ შემთხვევაში გინეკოლოგიური პრობლემები  უკვე 20 წლის ასაკიდან იჩენს თავს, რიგ ქალბატონებს კი  ეს პრობლემა საერთოდ არ აწუხებთ, არის თუ არა განმსაზღვრელი გენეტიკური ფაქტორი?

გინეკოლოგიური თვალსაზრისით საკითხს  უნდა მივუდგეთ ასე,  რა არის უფრო მნიშვნელოვანი გენეტიკური ფაქტორები თუ გარემო ფაქტორები? რეალურ ცხოვრებაში ვიცით, რომ ორივე ფაქტორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ეს უფრო დამოკიდებულია ინდივიდუალურ პათოლოგიაზე ვიდრე სხვა რამეზე. არსებობს კიბოს გარკვეული ფორმები, რომლებიც შედარებით მაღალი სიხშირით ვლინდება გარკვეულ ოჯახებში, რომლებიც გარკვეული გენის მუტაციის მატარებლები არიან. ასევე არის დაავადებები, რომლებიც ხშირად ვლინდება გარკვეულ გარემო პირობებში მაცხოვრებელ ქალებში, ეს განსაზღვრავს იმას, თუ რანაირად შეიძლება ამ დაავადების დიაგნოსტიკა, მენეჯმენტი, მკურნალობა, საჭირო არის თუ არა სკრინინგი და ა.შ.

გინეკოლოგიური ფაქტორებიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კიბოს წინარე დაავადების ადრე აღმოჩენას, იმიტომ რომ ადრეულ სტადიაში ჩვენ შეგვიძლია დაავადებები სრულად განვკურნოთ. ერთადერთი პრობლემაა მივაღწიოთ ადრეულ დიაგნოსტიკას, ამისათვის ადამიანი დროულად უნდა მოვიდეს ექიმთან. ამაში გვეხმარება ერთის მხრივ სკრინინგ პროგრამები, რომლებიც საქართველოში უკვე რამდენიმე არსებობს, მომავალში რასაკვირველია მეტი იქნება. ასევე მნიშვნელოვანია კოოპერაცია ექიმსა და პაციენტს შორის, რომელიც განათლებაზე და ხელსაყრელ პირობებზეა დამოკიდებული. საქართველოში ამ ყველაფრისთვის ნელ-ნელა პირობები უმჯობესდება, ასე რომ ამ თვალსაზრისით საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებ მომავალს.

არის თუ არა  ჭარბი წონა გინეკოლოგიური პრობლემების მიზეზი და რამდენად არის კავშირში ენდოკრინოლოგიური დაავადებები გინეკოლოგიურთან?

გინეკოლოგიური სფერო, ქალის სასქესო ორგანოები იმართება ორგანიზმში ენდოკრინული სისტემის მიერ, აქედან გამომდინარე ენდოკრინული სისტემა თამაშობს წამყვან როლს გინეკოლოგიური პრობლემების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, შესაბამისად მკურნალობის პროცესშიც. თითქმის ყველა ენდოკრინულ ჯირკვალს აქვს რაღაც მონაწილეობა რეპროდუქციული ფუნქციის ჯანმრთელობაში.  ფარისებრი ჯირკვალი ხშირად არღვევს მენსტრუალურ ციკლს და ხშირად ეს ხდება უნაყოფობის მიზეზი.

თირკმელზედა ჯირკვლები და ჰიპოფიზი, ეს ორგანოები უშუალოდ მართავენ საკვერცხეების ფუნქციას, აქედან გამომდინარე მათი დარღვევა იწვევს მეორად ცვლილებებს საკვერცხეებში, საკვერცხეები კი ახდენენ გავლენას მთელი დანარჩენი სასქესო სისტემის ფუნქციონირებასა და ნაყოფიერებაზე.

ჭარბი წონა საქართველოში ნამდვილად პრობლემაა, მაგრამ ევროპის ბევრ ქვეყანასთან შედარებით ჩვენ მაინც უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. აღსანიშნავია, რომ საკვერცხეში გამომუშავებული ჰორმონები მნიშვნელოვანწილად ცხიმოვან ქსოვილში გადამუშავდება, რაც უფრო მეტია ცხიმოვანი ქსოლი, მით უფრო აქტიურად ყალიბდება მათში აქტიური მეტაბოლიტები, რომლებიც შემდეგ გავლენას ახდენენ ისევ სასქესო ორგანოებზე, მათ შორის საშვილოსნოს ლორწოვანზე. ეს იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიც არის პოლიპი ან ენდომეტრიოზის ჭარბი ზრდა და ჭარბი სისხლდენები, დარღვეული მენსტრუალური ციკლი და ა.შ.

ნაყოფიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ფაქტორი არის სხეულის მასის ინდექსი, რომელიც ორგანიზმში ცხიმოვანი და არაცხიმოვანი ქსოვილის პროპორციის განმსაზღვრელია. ასე რომ, ჭარბ წონას დიდი მნიშვნელობა აქვს გინეკოლოგიურ პრატიკაში.

 გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობის მედიკამენტოზური მეთოდები და ოპერაციული ჩარევა,  საქართველოში არის შემთხვევები როდესაც განსხვავებულ მეთოდებსაც მიმართავავენ, როგორია ევროპული სტანდარტი? 

დროთა განმავლობაში იცვლება მკურნალობის მეთოდები, საშუალებები, მენეჯმენტის ფორმები, დაავადების გამოსავლიანობა, ახალი მეთოდიკა იწვევს მთლიანად ჯანდაცვის ორგანიზაციების ფორმების გარდაქმნას, სწორედ ამან გამოიწვია ოფისის გინეკოლოგიის ჩამოყალიბება დასავლეთის ქვეყნებში.

როგორ უნდა განისაზღვროს ქირურგიულ და არაქირურგიულ მეთოდებს შორის?- მკურნალობა რაიმე სტანდარტის გამოხატვა ძალიან ძნელია. ერთი კი უდავოა, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე ძალიან ბევრ გინეკოლოგიურ სფეროში შემცირდა ოპერაციული ჩარევები და მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა მცირე მანიპულაციებმა და მედიკამენტოზურმა მკურნალობამ. ასეთივე მდგომარეობაა საქართველოში, მაგრამ სტატისტიკას ძალიან ახლოს ჯერ-ჯერობით არ ვიცნობ.

რას მოიცავს და გულისხმობს საოფისე გინეკოლოგია? ეს არის მინიმალისტური ჩარევებისთვის განსაზღვრული მეთოდი თუ მომავალში შეიძლება გახდეს რთული ოპერაციების ალტერნატივა?

ოფისის გინეკოლოგია არის შექმნილი იმისათვის, რომ იყოს მოსახრხებელი, ეფექტური და სწრაფი. დღეს გინეკოლოგიაში ბევრი ინსტრუმენტი ისე დაიხვეწა, რომ  მინიატურულ ზომას მიაღწია, რაც საშუალებას იძლევა მარტივად მივწვდეთ ადამიანის ორგანოებს და მოვახდინოთ დიაგნოსტიკა, ადრე მხოლოდ უხეში ჩარევით იყო შეაძლებელი იგივე.

40-50%  ოპერაციებისა რომლების 20-25 წლის წინ კეთდებოდა, მაგალითად ინგლისში, დღეს გადანაცვლებულია ოფისის პირობებში, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი მიდის ოფისში და ერთ მისვლაზე გვარდება ისეთი პრობლემა, რასაც უწინ კვლევევი, ოპერაციული ჩარევა, შესაძლო შემდგომი გართულებები მოყვებოდა.

თუ ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ქალებმა ადრეულ სტადიაში დაიწყონ ყურადღების მიქცევა სიმტომებზე და მიმართონ ექიმს, მაშინ უფრო დიდი შანსი იქნება, დაავადებების საოფისე გინეკოლოგიის ფარგლებში განკურნების.

როდის არის პაპილომა ვირუსი საშიში და რამდენად არის მნიშვნელოვანი ადრეული დიაგნოსტიკა?

პაპილომა ვირუსი, როგორც ნებისმიერი სხვა ვირუსი,  ძალიან გავრცელებულია მოსახლეობაში, მსოფლიო მასშტაბით მისი გავრცელებადობა 80%-ს აღემატება. ეს ნიშნავს, რომ ადამიანების უმრავლესობას პაპილომა ვირუსი აღენიშნება, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს საშიში არ არის რა თქმა უნდა. აღსანიშნავია, რომ თუ პაპილომა ვირუსი დიდხანს რჩება ორგანიზმში, მას შეუძლია ჩაერთოს კანის მფარავი(ეპითელური) ქსოვილის  უჯრედების ბირთვებში, ქრომოსომულ, გენეტიკურ აპარატში და გამოიწვიოს მათი გარდაქმნა. შედეგად უჯრედები ნელ ნელა ხდებიან პათოლოგიურები, პათოლოგიური ცვლილებები არის კიბოს წინარე დაავადება, რომელიც კლინიკური თვალსაზრისით პირველ, მეორე, მესამე სტადიად იყოფა, რომლის შედეგადაც ბოლოს ყალიბდება კიბო.

პაპილომა ვირუსს არანაირი სიმპტომი არ აქვს და სირთულე სწორედ ამაში მდგომარეობს. საჭიროა გარკვეული მეთოდებით თვალყურის დევნება და სწორედ ამისთვის არსებობს პაპ-ტესტები. პაპ–ტესტი ეს არის საშვილოსნოს ყელიდან აღებული უჯრედების დათვალიერება  მიკროსკოპის ქვეშ, რათა გამოვლინდეს დაწყებულია თუ არა უჯრედების პათოლოგიური გარდაქმნა. მას შემდეგ, რაც დადგინდება პათოლოგიური ცვლილებები და დახარისხდება, იწყება დიაგნოსტიკური ჩარევები, კოლპოსკოპიის ჩატარება და ბიობსიის გაკეთება საბოლოო ჰისტოლოგიური დიაგნოზის დასადგენად. შემდეგ უკვე პასუხიდან გამომდინარე მიიღება გადაწყვეტილება საჭიროა უფრო ღრმა მკურნალობა თუ არა. მკურნალობა არის ქირურგიული, რადგან დღეისათვის მედიკამენტოზური მეთოდი პაპილომა ვირუსის მკურნალობისა არ არსებობს.

ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, კიბოს წინარე დაავადების მკურნალობის მომავალი, ვიცით რომ არსებობს მკურნალობის წინარე მეთოდები, ვაქცინაციები, ახალგაზრდა ქალებს 12-14 წლის ასაკში უტარდებათ და ძალიან ეფექტურია, სამწუხაროდ გვიან ასაკში ჩატარებული ვაქცინაცია აზრს კარგავს. მაგრამ ეს თავისთავად დიდი მიღწევაა, რადგან მომავალი თაობა თავისუფალი იქნება ქალების მკვლელი საშვილოსნოს კიბოსგან.

 არჩევითი საკეისრო კვეთა, რომელსაც ძალით გართულებულ მდგომარეობასაც კი უწოდებენ, რატომ არის ფიზიოლოგიური მშობიარობა ასე მნიშვნელოვანი ევროპაში და რატომ განვსხვავდებით ჩვენ მათგან?

აქტუალური და საინტერესო კითხვაა, მე ვფიქრობ ჩვენს შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორია განათლება,  ალბათ მოსახლეობამ არ იცის რა უარყოფითი ფაქტორები ახლავს საკეისრო კვეთას და მათ წარმოდგენაში ეს არის მხოლოდ სამშობიარო ტკივილის თავიდან აცილების გზა. რეალურად მშობიარობის ტკივილის თავიდან აცილების ბევრად უფრო ეფექტური მეთოდები არსებობს, მაგ: სპინალური ანესთეზია და კიდევ ბევრი სხვა.  ფიზიოლოგიური მშობიარობა ეს არის ბუნებრივი პროცესი, რომელიც ევოლუციურად საუკუნეების მანძილზე ადამიანებში ჩამოყალიბდა და კარგად მართვადი პროცესია. როგორც წესი თვითონ იწყება, შემდეგ პროგრესირებს, მინიმალური ჩარევებია ხოლმე საჭირო და როგორც წესი ეს მთავრდება გაცილებით უფრო ნაკლები ტრამვით დედისთვის და ბავშვისთვისაც  ვიდრე  საკეისრო კვეთა.

საკეისრო კვეთის დროს მიღებული ტრამვა, ქალის ორგანიზმისთვის არის გაცილებით დიდი, ბევრ გართულებებთან დაკავშირებული, სისხლდენა, ნერვების დაზიანება, საშარდე გზების, ნაწლავების დაზიანება, რომლის ფუნქციის აღდგენაც ნელა მიმდინარეობს და წლების მანძილშე შეიძლება  მოყვებოდეს უარყოფითი შედეგები.

ფიზიოლოგიურად ნამშობიარევ ქალს აქვს „ბონდინგის”, უშუალო კონტაქტის, სიყვარულის დამყარების საშუალება პირველივე წამებიდან, რაც ღრმა და მჭიდრო კონტაქტს ქმნის დედა-შვილს შორის.

საკეისრო კვეთის შემდეგ საწოლში წოლაა აუცილებელი, ბუნებრივად ნამშობიარევი ქალები კი დგებიან და საკუთარი ფეხით მიდიან სახლში. უამრავი მიზეზი არსებობს იმისა, რომ საკეისრო კვეთა მხოლოდ მაშინ იქნას გამოყენებული როდესაც სხვა გამოსავალი არ არსებობს.

რატომ ხდება, რომ საქართველოში რეაბილიტაციის პერიოდი, ბუნებრივი მშობიარობის შემთხვევაშიც გაცილებით ხანგრძლივია ვიდრე ევროპაში, როგორია სტანდარტი?

ჩემთვის გაცილებით ბუნებრივად გამოიყურება ის ფაქტი, რომ ახალ ნამშობიარევი ქალი რამდენიმე საათში დგება ფეხზე, ვიდრე ის, რომ რამდენიმე დღე წვანან ლოგინში. რეაბილიტაცია, ეს ბუნებრივი პროცესია იმ ცვლილებებიდან ჩვეულ რეჟიმში დასაბრუნებლად, რომელიც ცხრა თვე მიმდინარეობდა ქალისორგანიზმში. ნაწილი ცვლილებები საკმაოდ სწრაფად აღდგება, მაგრამ არის ნელი პროცესებიც. როგორც წესი ექვს კვირაში ქალის ყველა ორგანო და მათი ფუნქცია ნორმაშია ჩამდგარი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობიარობის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მომზადება ორსულობის პერიოდიდანვე მოხდეს, მშობიარობის შემდეგ ქალი ისეთი დაღლილია, მას განათლებისთვის ნაკლები დრო რჩება, მან რომ იცოდეს როგორ ჩაატაროს მენჯის ფსკერის კუნთების ვარჯიშები, როგორ გააინტენსიუროს მეტაბოლიზმი ვარჯიშით, როგორ დიეტაზე გადავიდეს, სითხეები რა რაოდენობით მიიღოს, მისთვის ბევრად უფრო ადვილი და ეფექტური იქნება რეაბილიტაციის პერიოდის გავლა. მე ამ ყველაფერს ყველა ქალს ვურჩევ თავიანთი მშობიარობის დაგეგმვის დროს.

მედიკამენტების და ვიტამინების დიდი რაოდენობით მიღება ორსულობაში, როგორია სტანდარტი დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში?

ამ ერთი წლის მანძილზე რაც საქართველოში ვმუშაობ, მომიწია გარკვეული რაოდენობის ორსულების ნახვა და მინდა ხაზი გავუსვა, რომ პაციენტს ვთავაზობ, ჯობია არ მიიღონ დანიშნული მედიკამენტების 95%. ამ წამლებს არანაირი რეალური სიკეთის მოტანა არ შეუძლიათ. როგორც წესი ეს წამლები, ვიტამინები, კვებითი დანამატები გადიან პლაცენტაში და ეს ნივთიერებები დედაზე და ნაყოფზე სრულიად სხვადახვანაირად მოქმედებენ. მე ვაგრძელებ იმ პრაქტიკას, რომლითაც ვმუშაობდი დასავლეთში. დასავლეთში იღებენ ბევრად უფრო ნაკლებ წამალს ვიდრე ჩვენთან. სასურველია გავითვალისწინოთ გამოცდილება, იმისათვის რომ ცხოვრების წესი უფრო ჯანსაღი გახდეს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

რჩევები /

|

14 ივნისი, 2018

|

საკვანძო სიტყვები

WP_Query Object
(
    [query] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => apolon-meskhi
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 255106
                )

        )

    [query_vars] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => apolon-meskhi
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 255106
                )

            [error] => 
            [m] => 
            [p] => 0
            [post_parent] => 
            [subpost] => 
            [subpost_id] => 
            [attachment] => 
            [attachment_id] => 0
            [name] => 
            [static] => 
            [pagename] => 
            [page_id] => 0
            [second] => 
            [minute] => 
            [hour] => 
            [day] => 0
            [monthnum] => 0
            [year] => 0
            [w] => 0
            [category_name] => 
            [tag] => 
            [cat] => 
            [tag_id] => 10720
            [author] => 
            [author_name] => 
            [feed] => 
            [tb] => 
            [paged] => 0
            [meta_key] => 
            [meta_value] => 
            [preview] => 
            [s] => 
            [sentence] => 
            [title] => 
            [fields] => 
            [menu_order] => 
            [embed] => 
            [category__in] => Array
                (
                )

            [category__not_in] => Array
                (
                )

            [category__and] => Array
                (
                )

            [post__in] => Array
                (
                )

            [post_name__in] => Array
                (
                )

            [tag__in] => Array
                (
                )

            [tag__not_in] => Array
                (
                )

            [tag__and] => Array
                (
                )

            [tag_slug__in] => Array
                (
                )

            [tag_slug__and] => Array
                (
                )

            [post_parent__in] => Array
                (
                )

            [post_parent__not_in] => Array
                (
                )

            [author__in] => Array
                (
                )

            [author__not_in] => Array
                (
                )

            [ignore_sticky_posts] => 
            [suppress_filters] => 
            [cache_results] => 1
            [update_post_term_cache] => 1
            [lazy_load_term_meta] => 1
            [update_post_meta_cache] => 1
            [nopaging] => 
            [comments_per_page] => 50
            [no_found_rows] => 
            [order] => DESC
        )

    [tax_query] => WP_Tax_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => apolon-meskhi
                                )

                            [field] => slug
                            [operator] => IN
                            [include_children] => 1
                        )

                )

            [relation] => AND
            [table_aliases:protected] => Array
                (
                    [0] => mob1n_term_relationships
                )

            [queried_terms] => Array
                (
                    [post_tag] => Array
                        (
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => apolon-meskhi
                                )

                            [field] => slug
                        )

                )

            [primary_table] => mob1n_posts
            [primary_id_column] => ID
        )

    [meta_query] => WP_Meta_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                )

            [relation] => 
            [meta_table] => 
            [meta_id_column] => 
            [primary_table] => 
            [primary_id_column] => 
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [clauses:protected] => Array
                (
                )

            [has_or_relation:protected] => 
        )

    [date_query] => 
    [request] => SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS  mob1n_posts.ID FROM mob1n_posts  LEFT JOIN mob1n_term_relationships ON (mob1n_posts.ID = mob1n_term_relationships.object_id) WHERE 1=1  AND mob1n_posts.ID NOT IN (255106) AND ( 
  mob1n_term_relationships.term_taxonomy_id IN (15037,10720)
) AND mob1n_posts.post_type = 'post' AND ((mob1n_posts.post_status = 'publish')) GROUP BY mob1n_posts.ID ORDER BY mob1n_posts.post_date DESC LIMIT 0, 3
    [posts] => Array
        (
            [0] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 306596
                    [post_author] => 23
                    [post_date] => 2018-11-15 18:01:10
                    [post_date_gmt] => 2018-11-15 14:01:10
                    [post_content] => გადაცემის ლაივი LIVE

როგორ მუშაობს ჰომეოპათიური მედიკამენტები, რა შედეგები აქვთ ხშირად მოავადე ბავშვებს იმუნიტეტის ჯადოსნური ბურთულების მიღების შემდეგ, როგორ მოქმდებს ჰომეოპათია გრიპის ვირუსზე და შესაძლოა თუ არა, ჰომეოპათიური მედიკამენტების მიღება სხვა ანტივირუსულ წამლებთან ერთად - ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ჰომეოპათიისა და ქართული ტრადიციული მედიცინის ლიგის პრეზიდენტმა, კლინიკა „ოჯახის მკურნალის“ ხელმძღვანელმა თორნიკე ალაშვილმა ისაუბრა.

რა პრინციპით მუშაობს ჰომეოპათიური მედიკამენტები და როგორ აუმჯობესებს ის ბავშვის იმუნიტეტს?

ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს არც ვირუსის და არც გრიპის. ყველაფერი  საკმაოდ ეფექტურად ექვემდებარება ჰომეოპათიურ მკურნალობას. ჰომეოპათიას ათობით თუ ასობით წელია გრიპის მკურნალობის გამოცდილება აქვს და ჩვენ არასოდეს არ გვქონია პრობლემა და გართულებები. ჰომეოპათიის ძირითადი მექანიზმი არა იმუნიტეტის სტიმულირება,  არამედ კორექციაა. იმუნო-სტიმულატორების ჯგუფი ფარმაკოლოგიური პრეპარატები ძირითადად არ არის ეფექტური გრიპის დროს და  ხშირად უამრავი გართულებები აქვს. იმუნო კორექცია, იმუნო პროგრამირება, რაც ჰომეოპათიაში გამოცდილია, პრაქტიკულ შედეგებს იძლევა და იცავს ჩვენ ბავშვებსაც. ასევე იცავს მოზრდილებსაც  და მოხუცებსაც გართულებების მქონე ვირუსებისა და რესპირატორული დაავადებებისგან, მათ შორის ხველით თუ სიცხით გართულებულისგან.

შეიძლება თუ არა ამ პრეპარატების მიღება სხვა იმუნიტეტის ასამაღლებელ პრეპარატებთან ერთად და ანტივირუსულ პრეპარატებთან ერთად?

როდესაც პაციენტი პროფესიონალ ექიმ ჰომეოპატთან მკურნალობს, ჩვენ უმრავლეს შემთხვევაში ვცდილობთ, სხვა მედიკამენტი არ გამოვიყენოთ. ცხადია თუ ამის აუცილებლობა არ იქნა, მაგრამ რთულ შემთხვევებში, როდესაც მხოლოდ ჰომეოპათია ვერ ერევა მწვავე პროცესებს, პედიატრები ან თავად ჩვენ ვნიშნავთ ანტიბიოტიკებსაც და ანტივირუსულ პრეპარატებსაც. მათი გამოყენება შეიძლება და პირიქით, უფრო ეფექტურია ხოლმე კომოლექსური მკურნალობა. ჰომეოპათიური პრეპარატები ეხმარება ფარმაკოლოგიურ მედიკამენტებს, მოკლე ვადებში კარგი შედეგების დადებაში.

 

მშობლები D ვიტამინის, კალციუმის და ომეგა 3-ის ანუ თევზის ქონის შემცველ პრეპარატებს ხშირად ექიმის დანიშნულების გარეშე აძლევენ ბავშვებს.  არის თუ არა ჰომეოპათიაში ისეთი პრეპარატები, რომელიც ამ ფარმაკოლოგიურ მედიკამენტებს  ჩაანაცვლებს?

კალციუმის უკმარისობის დროს, როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში თუ მოხუცებში გამოცდილი გვაქვს  კალციუმის შემცვლელი ჰომეოპათიური 6-7 პრეპარატი. ისინი რომელიც ინდივიდუალურად ინიშნება, ადამიანის კონსტიტუციის,  აღნაგობის, ასაკის გათვალისწინებით და ბევრად ეფექტურია, ვიდრე ფარმაკოლოგიური კალციუმი. ფარმაკოლოგიური კალციუმის მიღებას ყოველთვის დადებითი შედეგი არ მოყვება. მით უმეტეს, ექიმის გარეშე მათმა გამოყენებისამ შესაძლოა, კუჭნაწლავის გაღიზიანება გამოიწვიოს ან კალციუმის შეთვისების ბლოკირება მოხდეს ორგანიზმში. ასევე შესაძლებელია პირიქით, ჰიპერკალცემია განვითარდეს და ორგანზმმა ტოქსიური დოზაც მიიღოს.

რაც შეეხება D ვიტამინს, თუ ის ბუნებრივი ფორმით მიიღება, კი ბატონო, მაგრამ დღეისათვის ფარმაკოლოგიურ ბაზარზე ვერავინ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ  წამლის რაღაც ნაწილი მაინც არ არის ქიმიურად მიღებული D ვიტამინი. მეცნიერული კვლევებითაც დამტკიცებულია, რომ ქიმიურად მიღებული D ვიტამინი ათობით ასათსჯერ ნაკლებად  აქტიურია, ვიდრე ბუნებრივი. ბუნებრივი D ვიტამინი გამომუშავდება მაშინ, როცა  ბავშვი მზეზეა. არაა აუცილებელი პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედება, ჩრდილში, გარეთ ყოფნაც საკმარისია. ასევე  D ვიტამინი გამომუშავდება, როდესაც  ბავშვი ზღვის პროდუქტებს იღებს. რაც შეეხება  ომეგა 3-ს, ის ზღვის თევზის ცხიმია. თევზს კი უნდა იღებდეს ბავშვი და მნიშვნელოვანია,  ოკეანურია ის თუ მდინარის.  შეიძლება თევზი გაყინულიც იყოს, მაგრამ უნდა იყოს ზღვის, ოკეანის და არა ტბის.  ხარისხიანი ომეგა 3 ვიტამინის D-ს მოწესრიგებას უწყობს ხელს, რადგან იგივე თევზის ქონია. პედიატრები ათობით წლის წინ  უფრო აქტიურად იყენებდნენ თევზის ქონს და ბავშვების იმუნიტეტიც უფრო ჯანსაღი იყო, მათ შორის კალციუმის ცვლაც.

როგორ უნდა მიხვდეს მშობელი მოქმდებს თუ არა ჰომეოპათიური მედიკამენტი, რამდენ ხანში უნდა დავინახოთ  შედეგი? 

ეს უნდა შეაფასოს სპეციალისტმა, მაგრამ მშობელიც ნათლად ხედავს, როცა ბავშვი იშვიათად ავადობს, მწვავე პროცესები გაიშვიათდება. ბავშვს ავადობა გადააქვს მოკლე ვადებში, გართულებების და ქიმიური მედიკამნეტების გარეშე. აქვე მნიშვნელოვანია ქრონიკულ პროცესს მკურნალობ თუ მწვავეს. მწვავე პროცესის მკურნალობას დროს ჰომეოპათიას შედეგი რამდენიმე სათში ან 1-2 დღეში უნდა ჰქონდეს. თუ შედეგი მოკლე ვადებში არ დგება, მაშინ დამატებით სხვა მკურნალობაც შესაძლებელია ჩაერთოს. ქრონიკული პროცესის დროს ორ კვირაში, ერთ თვეში ან თვენახევარში უნდა იყოს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. მდგომარეობის გაუმჯობესების ვადები დამოკიდებული იმაზეც, რამდენი ხანია დაავადება დაწყებულია. ჰომეოპათები კომლექსურად ვუდგებით პაციენტს. მხოლოდ ის სიმპტომები კი არ უნდა მოგვარდეს, რაც დაავადებისთვისაა დამახასიათებელი, არამედ ფსიქო-ემოციური სფეროც, ზოგადი ნიშნები, ოფლიანობა იქნება ეს თუ ფეხების სიცივე და ა.შ. იმუნიტეტი არ არის ცალკე იზორილებული სისტემა ორგანიზმში. ჰომეოპათია თვლის, რომ იმუნიტეტი ექვემდებარება ენდოკრინულ-იმუნურ სისტემას და ფსიქო-ემოციურ სფეროს. ორგანიზმში არის ფსიქო-ნეირო-ენდოკრინულ-იმუნური ღერძი რეგულაციის და ამ ღერძს მთლიანად უნდა გასწორება. არ შეიძლება მხოლოდ იმუნო -სტიმულატორების გამოყენება ისე, რომ პრობლემები არსებობდეს ინტეგრალურ დონეზე.



დღეს ყველაზე მეტად გავრცელებულია გრიპის ვირუსი, რომელიც საშიშია თავისი შესაძლო გართულებებით, მოქმედებს თუ არა ჰომეოპათია ამ ტიპის ვირუსზე?

ჩვენს კლინიკაში გვაქვს შემუშავებული ანტიგრიპინი, რომელსაც ფართოდ იცნობს ის საზოგადოება, ვინც ჩვენი კლინიკის პაციენტია და ყველა აღიარებს, რომ უმრავლესობა შემთხვევაში ეს არის სასწაული, მოკლე ვადებში პირველივე სიმპტომების შემდეგ ახდენს კუპირებას და მეორე დღეს შეიძლება ბავშვი თუ მოზრდილი ჯანმრთელ იყოს. ჩვენ გვაქვს ინდივიდუალური მიდგომა, სიმპტომების გათვალისწინებით ვნიშნავთ პრეპარატს. მაგალითად ურთულესი ფრინველის გრიპის ეპიდემიის დროს, ჰომეოპათიას გასაოცარი შედეგები ჰქონდა. უმრავლეს შემთხვევაში გელზემიუმი,  უმცირესი ჰომეოპათიური დოზით, რომელიც ყვითელი ჟასმინისგან მზადდება,  ხსნიდა ძლიერ სისუსტეს და აძლიერებდა ორგანიზმს. ამის შემდეგ ყველა გართულება მცირდებოდა ან აღარ ვითარდებოდა და მოკლე ვადებში პაციენტი ჯანმრთელდებოდა.  შეიძლება პაციენტს ფოსფორი ან რაიმე სხვა ჰომეოპათოური პრეპარატი დასჭირდეს, მინერალის ან ცხოველური ჯგუფიდან, მაგრამ უფრო ხშირად მცენარეული პრეპარატებია გრიპის დროს გამოცდილი. ჩვენი ანტიგრიპინები მარტო ხველას და სურდოს წინააღმდეგ კი არაა მიმართული, არამედ სიცხის და ანთების საწინააღმდეგო კომპონენტებია ჩართული.

ვირუსული ინფექცია და მისი ყველაზე მწვავე სიმპტომები, ესაა ხველა, რინიტი და მაღალი ტემპერატურა. შეუძლია თუ არა ჰომეოპათიურ პრეპარატებს მათი დამარცხება?

ჩვენი პაციენტები გვეუბნებიან, რომ როდესაც გაციების ნიშნებს დაინახავენ, იწყებენ ანტიგრიპინის მიღებას და პრაქტიკულად აღარ მწვავდება მდგომარეობა. იმ დღესვე ხდება პრობლემის გადალახვა. რთულია მკურნალობა, როდესაც ძლიერი ხველა, სურდო იწყება, მაგრამ სხვა საშუალებელთან შედარებით, ამასაც ვუმკლავდებით.

ჩვენ ვხვდებთ ჰომეოპათიურ მედიკამენტებს აფთიაქებში, რომელიც არის სხვადასხვა ქვეყნის მიერ წარმოებული. როგორ განასხვავოს მშობელმა, რას უნდა ენდოს და რას აქვს ეფექტი?

პაციენტს შეუძლია მიმართოს გამოცდილ ჰომეოპათიურ კლინიკებს და ექიმებს და მათი კონსულტაციით ჩაიტაროს მკურნალობა. როდესაც ნებისმიერი სპეციალობის ექიმი ნიშნავს ჰომეოპათიურ პრეპარატს, მან უნდა ისარგებლოს იმ ინსტრუქციით, რასაც ესა თუ ის ფირმა წარმოუდგენს. იმუნიტეტისთვის აქტიური მომაძლიერებელი საშუალებები ნაკლებადაა სააფთიაქო ქსელში, თანდათან შემოდის, მაგრამ ჩვენი ანალიზით უმრავლესობა მათგანი არის უბრალოდ სურდოს ან მსუბუქი სიმპტომებისთვის. ისინი არ არის გათვლილი სიცხეზე,  ფილტვების ანთებაზე, უფრო სერიოზული გართულებებისგან არ იცავს. სააფთიაქო ქსელში ჯერ ჯერობით უფრო სუსტი პრეპარატებია ხელმისაწვდომი. ჩვენ ახალი გახსნილი გვაქვს ფარმაცევტული კომპანია და ვგეგმავთ გამოვუშვათ ისეთი პრეპარატები, რომლებიც მწვავე ხველის და  რესპირატორული დაავადებების დროს იქნება მისაღები.  ცალკე იქნება შემოთავაზებული ზოგადად იმუნიტეტისთვის განკუთვნილი, ხშირად მოავადე ბავშვების თუ სხვა მძიმე პათოლოგიების დროს მისაღები იმუნომამოდულირებელი თვისებების შემცველი პრეპარატები.



გრიპის ვირუსის მწვავე გართულებაა პნევმონია და ოტიტი. აქვს თუ არა ჰომეოპათიას მათი მკურნალობის რესურსი თუ კომპლექსურ მკურნალობას არჩევთ?

თუ მოკლე ვადებში ჰომეოპათი აღწევს შედეგს ანტიბიოტიკის გარეშე, კომპლექსური მკურნალობა არ ხდება საჭირო და ჩვენ გვქონია ასეთი შემთხვევები. პლევრიტი, პნევმონია, ბრონქო პნევმონია შესაძლებელია ჰომეოპათიით სწრაფად განიკურნოს. თუ მოკლე ვადებში შედეგი არ არის, მაშინ ანტიბიოტიკი უნდა გამოვიყენოთ.

როგორ შეიძლება ის პატარა "ჯადოსნური ბურთულები” და სითხე, რომელსაც თქვენ ამზადებთ მოერიოს ძალიან სერიოზულ დაავადებას თუ სიმპტომს, როდესაც ძალიან ძლიერმოქმედი პრეპარატები ვერ ერევა?  

ანტიბიოტიკი ვირუსზე საერთოდ არ მოქმედებს, ანტივირუსული პრეპარატების გამოცდილი შედეგები ფარმაკოლოგიაში დადებული არ არის. ჰომეოპატია თვითგანკურნების პროცესების სტიმულირებას ახდენს, ეს იმუნო–ბიოლოგიური პროგრამირების მეთოდია.

ჰომეოპათია თვითგანკურნების პროცესს მართავს და მართავს არა მხოლოდ იმუნიტეტს, არამედ ფსიქო-ნეირო-ენდოკრინულ-იმუნური რეგულაციის რგოლს ორგანიზმში.  ეფეტურია იმის მიუხედავად, დაავადების გამომწვევი მიზეზი ვირუსია, ბაქტერია თუ სხვა ფაქტორი. ინდივიდუალური მიდგომით ცენტრალური რეგულაციის მექანიზმებს ვმართავთ, ეს არის პრაქტიკული გამოცდილება. ზოგი ამას ეჭვის ქვეშ აყენებს, ექიმები იმდენად არა როგორც ბიოლოგები, ფარმაცევტები, გამოდიან და იძახიან რომ ჰომეოპათი საღ აზრს ეწინააღლდეგება. არავითარ საღ აზრს არ ეწინააღმდეგება. ჰომეოპათია არის მსგავსის მსგავსით მკურნალობა.  დანარჩენი მედიცინა მუშაობს საწინააღმდეგოს პრინციპით. დაპირისპირებულ მიდგომას ჰომეოპათიამ დაუპირისპირა ის, რომ მსგავსი მსგავსით ძალიან მცირე დოზის ინკურნება, ეფექტური და ბევრად უვნებელია მცირე დოზით მკურნალობა. მათ შორის ბავშვებშიც და მოხუცებშიც, როდესაც ორგანიზმი და იმუნიტეტი საკმაოდ დასუსტებულია.

რა პერიოდშია ყველაზე ეფექტური იმუნიტეტის ასამაღლებელი ჰომეოპათიური მედიკამენტების მიღება და ექნება თუ არა მათ ეფექტი მწვავე ვირუსების პერიოდში

უმრავლეს შემთხვევებში ჩვენთან მწვავე პროცესებით მოდიან  და ჩვენ მაინც ვახერხებთ მოკლე ვადებში პრობლემის მოგვარებას. პროფილაქტიკურად, წინასწარ,  ნათელ პერიოდში მკურნალობის დაწყება კიდევ უფრო უკეთესია, რაგდან თავიდან ვიცილებთ სერიოზულ გართულებებს.  მათ მორევას შემდეგ გარკვეული დრო მაინც სჭირდება. ორი დღის წინ მქონდა შემთხვევა, როდესაცერთ-ერთი ქვეყნის წამყვანი ჰომეოპათის სატელევიზიო ინტერვიუ მოვისმინე  და მან თქვა, რომ ჰომეოპათები უშვებენ შეცდომებს, როდესაც მწვავე პროცესებს კიდებენ ხელსო. ის ამობდა, რომ ჰომეოპეთების ასპარეზი ქრონიკული დაავადებებია და მე ამაში ვერ დავეთანხმები. იმიტომ, რომ თუ დროზე არ იმოქმედე, თუ მწვავე პროცესის დროს არ ჩატარდა სწორი მკურნალობა, სწორედ არასწორ მკურნალობას გადაყავს ის ქრონიკულში. მწვავე პროცესში სწორი ჰომეოფათიური მკურნალობა  უნდა წარიმართოს, რათა თავიდან ავიცილოთ ქრონიზაცია. მორეციდივე ან ქრონიკული დაავადების დროს, როდესაც რემისიაა და წყნარი სიტუაციაა, ასეთ დროსაც შესაძლებელია პროფილაქტიკა ჩატარდეს, რათა შემდგომში გართულებები ავიცილოთ თავიდან.



არის თუ არა რაიმე სახის საკვები პროდუქტი, რომელიც ბავშვს ამ მედიკამენტების მიღებისას უნდა ავუკრძალოთ?

კოფეინი მოქმედებს როგორც ანტიდოტი, მაგრამ გარკვეულ პრეპარატებზე. იგივე გვირილა, პიტნა, ფიტოთერაპიული ჩაი, მძაფრსუნიანი ინგალაციები, ევკალიპტი, ვალერიანი,  ეს ყველაფერი ჰომეოპათიას ხელს უშლის. მენთოლი, ან მსგავსი ეთერზეთების შემეცველი მცენარები, საკვები პროდუქტები, იგივე პიტნის კანფეტები ან საღეჭი რეზინები, არ შეიძლება.

როგორ მზადდება ჰომეოპათიური პრეპარატები და აქვს თუ არა რაიმე, თუნდაც  მინიმალისტური უკუჩვენება მათ?

ჰომეოპათიას სხვა მკურნალობის მეთოდებთან შედარებით აქვს ყველაზე ნაკლები უკუჩვენება. არის რიგი ჰომეოპათიური პრეპარატები, რომლებთანაც სიფრთხილეა საჭირო.  მათმა ზედმეტმა მიღებამ შეიძლება ალერგია და გამონაყარი გაამწვავოს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ლეიკოზების  ან მწვავე ბლასტური უკმარისობის დროს, ჰომეოპათიურ პრეპარატს, რომელსაც ძლიერი იმუნომამოდულირებელი და მასტიმულირებელი თვისება აქვს, გართულება მოუცია. მაინც საჭიროა სიფრთხილე, ბევრი ჰომეოპათიური წამლის ერთდროულად გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ ძალიან მძიმე ონკოლოგიური ან ქრონიკული დაავადება არ არის. მცირე დოზით ჰომეოპათია ასტიმულირებს იმუნიტეტს. თუ ბავშვს ბევრ წამალს ერთდროუალდ მივცემთ,  ხშირად უკვე მცირე დოზა აღარ მუშაობს და შესაძლოა ამან იმუტეტის გაძლიერების ნაცვლად, იმუნიტეტის დასუსტება გამოიწვიოს. ეს სამწუხაროდ ხშირად ხდება აცრების დროს, როდესაც  აცრა პოლი ვაქცინებით ტარდება. ხშირად იმუნიტეტის გაძლიერების ნაცვლად ვიღებთ საპირისპირო პასუხს, ხდება იმუნიტეტის შოკირება და ამ ნიადაგზე  ბევრი დაავადება წარმოიშვება. ჰომეოპათიას სჭირდება პროფესიონალი სპეციალისტის მიდგომა, თუნდაც იმ პრეპარატების შემთხვევაში, რომელიც აფთიაქებში იყიდება. ჩვენ არ ვეთანხმებით ზოგიერთ კომპომეტებს, რომელიც არის სხვადასხვა უცხოური ფირმის პრეპარატის შემადგენლობაში.  როდესაც ჩვენ გამოვუშვებთ ქართულ პრეპარატებს, მაქსიმალურად გავითვალისწინებთ ყველანაირ გართულებას მეტი ეფექტურობისთვის.

დაიკლო თუ არა ბავშვებში ავადობამ ჰომეოპათიური მკურნალობის შემდეგ?

რა თქმა უნდა. 99 პროცენტში ჩვენ პირველი შედეგი სწორედ ის გვაქვს, რომ ხშირი ავადობა კლებულობს, გართულებები არ მოყვება და გამწვავებებიდან პაციენტი უფრო მალე გამოდის. ჩვენ ქალბატონებს ფეხმძიმობის დროსაც ვაძლევთ წამლებთ, ასევე ვმკურნალობთ ახალშობილებსაც.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

[audio mp3="http://old.fortuna.ge/wp-content/uploads/2018/11/ekimi.mp3"][/audio]
                    [post_title] => „იმუნიტეტის ჯადოსნური ბურთულები“  - თორნიკე ალაშვილი ხშირად მოავადე ბავშვებზე
                    [post_excerpt] => 
                    [post_status] => publish
                    [comment_status] => closed
                    [ping_status] => closed
                    [post_password] => 
                    [post_name] => imunitetis-jadosnuri-burtulebi-tornike-alashvili-khshirad-moavade-bavshvebze
                    [to_ping] => 
                    [pinged] => 
                    [post_modified] => 2018-11-15 18:04:51
                    [post_modified_gmt] => 2018-11-15 14:04:51
                    [post_content_filtered] => 
                    [post_parent] => 0
                    [guid] => http://old.fortuna.ge/?p=306596
                    [menu_order] => 0
                    [post_type] => post
                    [post_mime_type] => 
                    [comment_count] => 0
                    [filter] => raw
                )

            [1] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 304197
                    [post_author] => 23
                    [post_date] => 2018-11-08 17:50:50
                    [post_date_gmt] => 2018-11-08 13:50:50
                    [post_content] => პირით სუნთქვა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა ბავშვებში, რომელიც ბევრ დაავადებაზე მიუთითებს და ასევე, უამრავი პათოლოგიის პროვოცირებას ახდენს, მათ შორის პირის ღრუში. რა უნდა ვიცოდეთ პირით სუნთქვის შესახებ, რატომ ჩნდება შავი ნადები კბილებზე ადრეულ ასაკში, უნდა ვუმკურნალოთ თუ არა სარძევე კბილებს და როგორ გავაჩეროთ ცელქი ბავშვები სტომატოლოგის კაბინეტში – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის პრეზიდემტმა, ნინო ბერიძემ ასევე ბავშვთა თერაპევტმა და ორთოდონტმა, ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის ვიცე-პრეზიდემტმა, ელენე ხარაშვილმა ისაუბრეს.



ნინო, საუბარი მინდა დავიწყოთ ბავშვთა სტომატოლოგების  მეორე საერთაშორისო კონგრესის შესახებ.  რა მნიშვნელობის იყო ეს კონგრესი, რა ძირითად თემებზე იყო საუბარი?

4 ნოემბერს ჩატარდა  ბავშვთა სტომატოლეგების ასოციაციის საერთაშორისო კონგრესი. კონგრესი საკმაოდ რეზონანსული იყო და მასში 300-ზე მეტი ექიმი მონაწილეობდა. კონგრესში მონაწილეობნენ ექიმები როგორც საქართველოდან, ასევე ავსტრიიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან, ყაზახეთიდან და  სომხეთიდან. კონგრესის ძირითადი თემა იყო უმტკივნეულო სტომატოლოგია ბავშვებში. მთავარი მომხსენებლის, ოსმან ვერნერის თემა სწორედ ამას ეძღვნებოდა. „ჰიპნოზი ბავშვთა სტომატოლოგიაში", ეს არის უნარი რომლის გამოყენებითაც ექიმს უმარტივდება ბავშვებთან მუშაობა და მასთან კომუნიკაცია და როგორც წესი, წარმატებით მიმდინარეობს. ასევე ვიმსჯელეთ მალხენის გამოყენებაზე ბავშვთა სტომატოლოგიაში და სარძევე კბილების რესტავრაციის თემაზე. მოგეხსენებათ, რომ სარძევე კბილებს არა მარტო მშობლები, ექიმებიც ნაკლებად სერიოზულად უყურებენ. აღმოჩნდა, რომ სარძევე კბილებს ძალიან დიდი ფუნქცია აკისრია,  მნიშვნელოვანია ასევე ესთეტიკური ფუნქციაც. კონგრესზე ასევე განხილული იყო ორსულთა სტომატოლოგიური დაავადებების მენეჯმენტი და სხვა.



ელენე, პირით სუნთქვაზე რომ ვისაუბროთ,  რა მიზეზით შეიძლება ბავშვი პირით სუნთქავდეს და მეორეს მხრივ, რა გართულებები და პრობლემები შეიძლება ამას მოყვეს პირის ღრუში?

სამწუხაროდ, საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში მოიმატა ისეთი პაციენტების რაოდენობამ, რომლებიც პირით სუნთქავენ. ხშირად ეს უბრალოდ ჩვევად მიაჩნიათ და ჩვენ, სტომატოლოგები პაციენტის ვიზიტის დროს აღმოვაჩენთ, რომ ბავშვი პირით სუნთქავს.  ასეთ ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ ალერგიები, რესპირატორული დაავადებები, აქვთ ადენოიდები, ტონზილები. პირით სუნთქვა მიეკუთვნება მავნე ჩვევების ჯგუფს. როდესაც პირით სუნთქვის დროს პირი ღიაა, ბავშვი ვერ სუნთქავს ცხვირით. შედეგად კი, ხდება ყბების არასწორი მიმართულებით ზრდა. უფრო გასაგებას რომ ვთქვათ, ყბები უფრო შევიწროებულია, დარღვეულია როგორც ღეჭვის ფიზიოლოგირი პროცესი, ასევე ყლაპვის. ყლაპვის პროცესის დარღვევა კი იწვევს ენის არსწორ მდებარეობს. ზუსტად ეს აპროვოცირებს იმას, რომ ყბები არასწორად ვითარდება ბავშვებში. ამ დროს მნიშვნელოვანია ბავშვების ორთოდონტიული მკურნალობა ადრეული პერიოდიდანვე დაიწყოს. იმისათვის რომ გავაუმჯობესოთ ცხვირით სუნთქვა, უნდა ვიპოვოთ მიზეზი, რის გამოც პაციენტი პირით სუნთქავს. მიზეზის მოსაძებნად პაციენტის შესწავლა რენდგენოლოგიურად და კლინიკურად  ხდება და მხოლოდ  კომპლექსური მიდგომით ხდება მკურნალობის კურსის შერჩევა. ოტოლარინგოლოგებისა და ალერგოლოგების მულტიდისციპლინური მიდგომა მნიშვნელოვანია, ადრეულ მომართვიანობას კი უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს.

ნინო, რა უარყოფითი გავლენის მოხდება მაწოვარას გამოყენება გვიან ასაკამდე, მაგალითად 3 წლამდე?

ეს ჩვევა მოქმედებს თანკბილვაზე და ყბების ზრდის დეფორმირებას იწვევს. განსაკუთრებით როდესაც  ეს ჩვევა არის ხანგრძლივი. თუ ბავშვს 5 წუთი უდევს მაწოვარა, ეს არანაირ ზეგავლენას არ ახდენს ყბების ზრდის მიმართულებაზე, მაგრამ თუ ბავშვს მაწოვარა ღამე, რამდენიმე საათი უდევს გადაბმულად და ხდება მაწოვარას ან თუნდაც თითის წოვა, ეს აუცილებლად გამოიწვევს ყბების ანომალიურ ზრდას. თუ ბავშვს მაწოვარას ჩვევა აქვს წელიწად ნახევრამდე, 3 წლამდე პროცესი თვითრეგულაციას განიცდის და ჩვენი დახმარება მას არ სჭირდება. თუ მაწოვარას მოხმარება გრძელდება  3 წლის ზემოთ,  სასურველია ჩავერთოთ სტომატოლოგები. ამ დროს კეთდება სხვადასხვა სახის აპარატები  და მხოლოდ დიაგნოსტირების შემდეგ ვწყეტთ, რა არის საუკეთესო ამ პაციენტისთვის. ერთის მხრივ, რომ ბავშვმა  მავნე ჩვევას თავი დაანებოს და მეორეს მხრივ, ყბები ნორმალურ რეჟიმში განვითარდეს.



ელენე, ამბობენ რომ ადრეულ ასაკში შავი ნადები კბილებზე მკურნალობას არ საჭიროებს და გაწმენდამ შესაძლოა ემალის დაზიანებაც კი გამოიწვიოს 

მინანქარს არ აფუჭებს ჰიგიენა, მინანქარს აფუჭებს ის, რომ არ გვაქვს არც პირადი და არც პროფესიული ჰიგიენა. როდესაც ჯაგრისს  აწერია 0-დან 3-წლამდე, ესეიგი იგულისხმება, რომ ამ პერიოდში უნდა გამოვაყენებინოთ და არა 6 და 8 წლის შემდეგ დავიწყოთ ჰიგიენაზე ზრუნვა. შავ ნადებს იწვევს აქტინომიცეტის ჭარბი რაოდენობა ნერწყვში. ეს არ არის რომელიმე მინერალის დეფიციტით გამოწვეული. უამრავი მითია ამასთან დაკავშირებით, მაგალითად ამ ნადებს ჰელმინთებს უკავშირებენ. შავი ნადების მედიცინური სახელწოდება არის პრისლის ნადები, რომელიც კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფში აქტიურდება იმიტომ, რომ ემთხვევა კბილების ამოჭრას. ის  უნდა მოშორდეს, რადგან ამ ნადებზე ხდება  ბაქტერიული ნადების აკუმულირება და გარშემო ცირკულარულ კარიესებს ვიღებთ. მიზეზი კი ისაა, რომ ნადებმა კბილის მინანქარს დაცვითი მდგომარეობა დაუკარგა. პრისლის ნადები და შავი ნადები ატარებს განმეორებით ხასიათს, მაგრამ ამის მოშორება ყველა ჯერზე აუცილებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველ შემდეგ შემთხვევაზე ის არის ბევრად ნაკლები. ის რომ ნადებს არ სჭირდება მოშორება, ისეთივე მცდარი მითია, როგორიც მითი იმის შესახებ, რომ სარძევე კბილს არ ჭირდება მკურნალობა.

მნიშვნელოვანია, რომ სტომატოლოგთან პირველადი კონსულტაცია  მოხდეს ბავშვის პირველი კბილის ამოჭრის შემდეგ.  რეალურად ეს მშობლის დენტალური განათლების ამაღლებას უწყობს ხელს, რაც გულისხმობს პირადი ჰიგიენის, კვების და პროფილაქტიკური ვიზიტის  მნიშვნელობის გაზრდას. ხდება მშობლის ინფორმირება, თუ როგორ უნდა დაიცვას თავი, რომ მისი ბავშვის პირი ღრუ არ იყოს კარიესით დასნებოვნებული ან არ შეექმნას რაიმე სახის პრობლემა.

ჩვენ ვაფრთხილებთ მათ მავნე ჩვევებზე ანუ პირველი ვიზიტი ეძღვნება პაციენტის და მშობლის დენტალურ განათლებას. პროფესიული და პროფილაქტიკური ვიზიტების მნიშვნელობა დიდია, ასეთ დროს ხდება  პირის ღრუს დათვალიერება. ეს პროცედურა  ბევრად კომფორტულია, რადგან არ არის ტკივილი, ბავშვისთვის სტომატოლოგიური პროცედურა დადებითი პროცესი ხდება და ნეგატივთან არ ასოცირდება.



ნინო, საინტერესოა აუცილებელია თუ არა კარიესის მკურნალობა მაშინ, როდესაც ეს კბილი მაინც ამოსაღებია?

ბუნება ადამიანს შემთხვევით არაფერს აძლევს. იგივეა სარძევე კბილებიც, რომელთაც აქვთ შემდეგი ფუნქციები: ჩაკბეჩა, ღეჭვა, მეტყველება, ყლაპვა და ა.შ. ამას გარდა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სარძევე კბილები მუდმივ კბილებს უნახავს ადგილს, რათა მოხდეს მათი ფიზიოლოგიურად ამოჭრა და მუდმივი კბილებისთვის რკალში იდეალური სივრცე იყოს. როდესაც სარძევე კბილი იკარგება ნაადრევად,  მუდმივ კბილებს ადგილი არ აქვთ და ორთოდონტიულ პრობლემას ვიღებთ, ამ პრობლემებს კი წლები ვუმკლავდებით. ეს არის მშობლის ინვესტიცია ბავშვის ჯანმრთელობის საქმეში. სარძევე კბილებს უნდა გავუფრთხილდეთ იმისათვის, რომ  10-11 წლის შემდეგ ჯანრთელი კბილის ღრუ გვქონეს.

მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან არ დაემთხვეს ტკივილს. როგორც ნებისმიერი მშობელი ირჩევს პედიატრს დაბადებიდან, იგივენაირად უნდა აირჩიოს ბავშვის სტომატოლოგი და  რეკომენდაციებისთვის და რჩევებისთვის მას მიმართოს. შედეგად ტკივილთან დაკავშირებული ვიზიტი შეიძლება ბავშვს არც დასჭირდეს. ბევრი რამე მშობელზეა დამოკიდებული და მათ ამაზე დიდი ყურდღება უნდა გაამახვილონ.  დღევანდელი მკურნალობა არ არის დაკავშირებული ტკივილთან, კეთდება ანესთეზია. ხშირად მშობლებს აქვთ ფობიები, ყვებიან ბავშვობაში როგორი მტკივნეული იყო მათთვის სტომატოლოგთან ვიზიტი.  რეალურად კი ბავშვმა, რომელსაც არ ჰქონია შეხება სტომატოლოგთან, არ იცის, რა პროცესია ეს და შესაბამისად არც ეშინია. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ განწყობას შევუქმნით მათ ვიზიტამდე. პროფილაქტიკური ვიზიტები და მკურნალობა უმნიშვნელოვანესია. არასწორი ჰიგიენა არის დამღუპველი და დიდ გავლენას ახდენს იმ პაციენტებშიც კი, რომელთაც შეიძლება ძალიან კარგი გენეტიკა ჰქონდეთ.



ელენე, თუ ბავშვს ადრეულ ასაკში აქვს კარიესი, უნდა ვივარაუდოთ თუ არა, რომ მას მომავალში, მუდმივ კბილებზე მიდრეკილება ექნება კარიესისკენ?

ასე ერთმნიშვნელოვნად ამის თქმა შეუძლებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია კარიესულ პირის ღრუში, სწორედ კარიესულ ფონზე არ ამოიჭრას მუდმივი კბილები. ხშირად როდესაც არის თანკბილვა და მუდმივი კბილი საღეჭი კბილის უკან ამოიჭრება, მშობლებს ის ისევ სარძევე კბილი გონიათ. აქედან გამომდინარე, კარიესულ პირის ღრუში ამოჭრილი მუდმივი კბილები, 6-8 წლის ასაკში აქტიურად არიან ამ ფლორაში და უყურადღებობის გამო ხდება ამ კბილების გაფუჭება. ამიტომ მუდმივი მეექსვე კბილები ხშირად არიან კარიესული დაზიანებებით. სარძევე კბილების მკურნალობა სწორედ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, მიზეზი კი არის ის, რომ 5 წლამდე არ მიაჩნდათ პირადი ჰიგიენა მნიშვნელოვნად. ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ბავშვმა კბილების გამოხეხვა 6 წლიდან უნდა დაიწყოს.

პირველი კბილის ჩასახვა ხდება მუცლადყოფნის პერიოდიდან, მშობლის მიერ ორსულობის დროს  გადატანილი ინფექციები, ბავშვის 2 წლის ასაკამდე არსებული ჯანმრთელობის პრობლემები ხშირად აისახება კბილების ჩანასახოვან პრობლემებზე. ასევე კბილების მაგარ ქსოვილებზე  ცუდად მოქმედებს ტოქსიკური ორსულობა, მიღებული მედიკამენტები. ხშირად ადრეული კარიესის გამომწვევი მიზეზი კვების რეჟიმია, რაციონში შემავალი დამტკბარი სითხეები,  ნახშირწლების რაოდენობა ახალ ამოჭრილ მინანქარს აზიანებს. პირველი მომართვიანობისას,  როდესაც ხდება მშობლის დენტალური განათლება, მას ვეუბნებით, რომ არ მისცენ ბავშვს დამტკბარი სითხეები მაწოვარით, განსაკუთრებით ღამის საათებში.  ბავშვს უნდა მივცეთ საშუალება  1,5 წლიდან დალიოს ჭიქით,  ეს ხომ სტანდარტულ ყლაპვის ტიპსაც აყალიბებს. დამღუპველია ცმუცნაობები კვებებს შორის, ორცხობილები, საწუწნი კამფეტები, შოკოლადები. ჯამში ამ ყველაფერს ჰიგიენა ვეღარ ერევა. არის შემთხვევები, როდესაც საღამოს ჰიგიენის შემდეგ მშობლები ბავშვებს აძლევენ ორცხობილებს და დამტკბარ რძის ნაწარმს.

ნინო, მიზანშეწონილია თუ არა სარძევე კბილების მოცვლა სახლის პირობებში?

როდესაც სარძევე კბილს ფესვი განლეული აქვს,  მისი ამოღება სახლის პირობებში პრობლემას არ წარმოადგენს. როდესაც მიმაგრება ღრძილოვან ნაწილზეა, მოცვლა ხშირად ემთხვევა მაგარი საკვების ჩაკბეჩას ან დაღეჭვას და ბავშვები მარტივად იცვლიან ასეთ კბილებს. თუ სარძევე კბილს არ აქვს ფესვი გაწოვილი, ან ის ნახევრამდეა გაწოვილი, მყარად ზის ბუდეში და მისი სახლში ამოღება პრობლემატურია, ეს უკვე ექიმის პრეროგატივაა. ამ დროს უნდა გაკეთდეს ჩვეულებრივი ექსტრაქცია ადგილობრივი ანესთეზიით. ასეთ დროს ჭრილობა ღრმაა და ინფექციის შეტანის ალბათობაც ძალიან დიდია.



 ელენე, რომელი ტკბილეულია უფრო მავნე კბილებისთვის?

თუ ჩვენ ახალშობილ ბავშვს მზის დამცავის გარეშე არ ვსვამთ მზეზე, რატომ გადავწყვიტეთ, რომ 2 წლის ბავშვს შეიძლება მივცეთ ჩუპა ჩუპსი,  საწუწნი კარამელის კამფეტი, ჟელიბონები და ის ტკბილეული, რომელიც საკმაოდ დიდი ხნით რჩება პირის ღრუში. ამის გაგება ჩემთვის ცოტა რთულია.

როდესაც ბავშვები კამფეტს  30 წუთის განმავლობაში წოვენ, ხდება ნახშირწლების იმხელა კონცენტრაცია, რომ  შეუძლებელია პირის ღრუს PH ამას მოერიოს. ამას გარდა ბავშვები ხშირად კვნეტენ კანფეტებს და ისეთი ხმა ისმის, რომ ხვდები, მან რაღაცეები მოიტეხა. საერთაშორისოდ გავრცელებული ამბავია, რომ სტომატოლოგებისთვის დიდი სპონსორები ბებიები და პაპები არიან, რომლებიც დიდი ოდენობით კამფეტებს ყიდულობენ. მე ვთვლი, რომ დღეში ერთი სახის ტკბილეულიც ბევრია, მაგრამ ზოგი იმდენს მიირთმევს, რომ ვეკითხები, რამდენია ცოტა? აუცილებელია კონცენტრაცია განეიტრალდეს და თუ დავინახეთ, რომ ბავშვი  20 წუთია კამფეტს ჭამს, იქნებ ის წყალით მაინც გავანეიტრალოთ, ანუ მნიშვნელოვანია, რომ პატარამ ჭარბად დალიოს წყალი. კვებისგან გამოწვეული კარიესის 80 %  ჭარბი ნახშირწყლების მიღებაზე მოდის. ბავშვები რომლებიც მრავლობითი კარიესებით მოდიან, მათ რაციონში დიდი რაოდენობით საწუწუნი კანფეტებია. მშობლებს ჰგონიათ, რომ შოკოლადი უარესია, არადა შოკოლადი ბევრად მალე ნეიტრალდება პირის ღრუში ვიდრე საწუწნი კანფეტები. ტკბილი არ არის სასარგებლო და პედიატრებიც ხშირად ამბობენ, რომ მოიმატა ბავშვების და თინეიჯერების რაოდენობამ, რომლებსაც დიაბეტი აქვთ. ეს კი იმის ბრალია, რომ  საკვები დატვირთულია ნახშირწყლებით.



ნინო, შეიძლება თუ არა, რომ კარიესი  ყველა ნორმის დაცვის მიუხედავად მაინც გაჩნდეს?

რა თქმა უნდა არსებობს გენეტიკური განწყობა, როდესაც მშობლებს ჰქონდათ ხშირი კარიესული ღრუები. ამ დროს შესაძლებელია პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება, მხოლოდ სახლის ჰიგიენა არ არის საკმარისი. უნდა მიაკითხონ სტომატოლოგს და ის გადაწყვეტს  და დანიშნავს კბილების ფტორირების პროცედურას, რომელიც გააძლიერებს კბილს და  მის დაცვით ფუნქციას გაზრდის. ეს ძალიან კარგი საშუალებაა კარიესის პროფილაქტიკისთვის. ამიტომ არის მნიშვნელოვანი პრევენცია, პაციენტი ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს, მშობლებმა უნდა იმეგობრონ სტომატოლოგებთან.

ნინო, ხშირად მშობლები თავს არიდებენ სტომატოლოგთან ვიზიტს იმის გამო, რომ ბავშვს ექიმის კაბინეტში გაჩერება გაუძნელდება. რა პასუხი გვაქვს მშობლებისთვის, ვისაც ცელქი, ჰიპერაქტიური,  ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვები ჰყავს?  

ჩვენ არასოდეს ვიწყებთ პირველ პროცედურას პირველ ვიზიტზე. მნიშვნელოვანია, რომ პროცედურები თავიდან იყოს გაცნობითი ხასიათის, ექიმმა გაიცნოს პაციენტის ფსიქოტიპი, მიხვდეს, როგორ უნდა მიუდგეს მას ინდივიდუალურად. როდესაც მშობელი ამ ყველაფერს, რაც თქვენ ახსენეთ, აჟღერებს ბავშვის თანდასწრებით, ის ბავშვი არასოდეს არ დაჯდება მშვიდად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნეგატიური ინფორმაცია არ მივიდეს ბავშვამდე, ზოგ მშობელს ოთახის დატოვებასაც ვთხოვთ, იმდენი ემოცია აქვთ ხოლმე. ჩვენთან პირველ ვიზიტზე  შეიძლება ბავშვი კაბინეტშიც არ შევიყვანოთ, უბრალოდ გავიცნოთ. ჩვენთან, როგორც იცით ორთოდონტიული ცენტრია და პაციენტები ბრეკეტების თემაზე თვეში ერთხელ მოგვმართავავენ,  ვთხოვთ ხოლმე მათ და ან ძმა მოიყოლონ, დაანახონ, რომ ეს პროცესი არანაირ ტკივილთან და არასასიამოვნო პროცედურებთან არ არის დაკავშირებული. საკმაოდ ხშირია, როდესაც პაციენტს და, ან ძმა ელოდება,  უყურებს მას, ძალიან ერთობა, შემოდის კონტაქტში და მას არანაირი შიში არ აქვს მანიპულაციის.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

[audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/11/7-noemberi-nino-da-elene.mp3"][/audio]
                    [post_title] => პირით სუნთქვა, შავი ნადები  და პრობლემური სარძევე კბილები - წამყვანი სტომატოლოგების რეკომენდაციები
                    [post_excerpt] => 
                    [post_status] => publish
                    [comment_status] => closed
                    [ping_status] => closed
                    [post_password] => 
                    [post_name] => pirit-suntqva-shavi-nadebi-da-problemuri-sardzeve-kbilebi-wamyvani-stomatologebis-rekomendaciebi
                    [to_ping] => 
                    [pinged] => 
                    [post_modified] => 2018-11-10 14:39:45
                    [post_modified_gmt] => 2018-11-10 10:39:45
                    [post_content_filtered] => 
                    [post_parent] => 0
                    [guid] => http://fortuna.ge/?p=304197
                    [menu_order] => 0
                    [post_type] => post
                    [post_mime_type] => 
                    [comment_count] => 0
                    [filter] => raw
                )

            [2] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 301719
                    [post_author] => 23
                    [post_date] => 2018-11-02 11:27:05
                    [post_date_gmt] => 2018-11-02 07:27:05
                    [post_content] => გადაცემის ლაივი LIVE

რა უნდა იცოდნენ ორსულებმა ჰიპერტონუსის, მღვრიე წყლების, კისრის ნაოჭისა და ზრდაში შეფერხების სინდრომის შესახებ. რა ინფორმაციას გვაძლევს ორსულობის სხვადასხვა ვადზე ჩატარებული ექოსკოპიური კვლევა და რამდენად ინფორმატიულია ის - ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ჩაჩავას კლინიკის ექიმმა, რადიოლოგმა მარიამ გოცირიძემ ისაუბრა.

რამდენჯერ უნდა მიაკითხოს ორსულმა ექიმ რადიოლოგს 9 თვის განმავლობაში და რატომ არის ეს ვიზიტები აუცილებელი?

ექიმ რადიოლოგს მენსტრუაციის გადაცდენიდან ერთ კვირაში უნდა მიაკითხოთ, რათა ორსულობა დადასტურდეს. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ორსულობა საშვილოსნოს ღრუშია. თუ პაციენტი ნაკეისრალია, ნაწიბურთან მიმართებაში უნდა ვნახოთ, რა ადგილზეა სანაყოფე პარკი, ჩასულია თუ არა ღრუში,  არის თუ არა ჰემატომა. ანუ პირველი ვიზიტი უნდა განხორციელდეს 3- დან 4 კვირის ვადაზე. შემდეგი ვიზიტი ორსულს 6-7 კვირის ვადაზე უწევს, როდესაც ემბრიონს  უკვე გულისცემა აქვს. ვაფასებთ  სანაყოფე პარკის ფორმას, ებრიონის გულისცემას და ზომას, ასევე ვნახულობთ, არის თუ არა ჰემატომა. შემდეგ უკვე 12-13 კვირაზე ვაფასებთ კისრის ნაოჭს, ასევე ნაყოფის ორგანოებს, ხერხემალს, ძვლების სისტემას, ცხვირის ძვალს და ამ ვადაზე ვიღებთ ბევრ ინფორმაციას, რადგან სხვა დროს ეს არ არის შესაძლებელი. 16 კვირაზე, მეოთხე ვიზიტის დროს ვამოწმებთ როგორ გაიზარდა ნაყოფი, როგორ განვითარდა მისი ორგანოები და ასევე, უკვე გვაქვს გულის მდგომარეობის შესახებ გარკვეული ინფორმაცია. შემდეგ ვიზიტზე, 19-20 კვირის ვადაზე ხდება ორგანოების და ზრდის შეფასება, ნაყოფის ზომის, პლაცენტის მიმაგრება, საშვილოსნოს ყელის და ზოგადად, ორსულობის მიმდინარეობის ანალიზი. შემდეგში 24, 30 , 36 კვირაზე სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული ვიზიტებია და ამ ვადებზე ვნახულობთ  უკვე ჩამოყალიბებული ნაყოფის ზრდა-განვითარებას, ფიზიოლოგიას, ვადგენთ, როგორ ვითარდება და როგორ მიდის ორსულობა. მხედველობასა და სმენას ექოსკოპია ვერ აფასებს. რაც ეხება ანატომიას, ყველაფერს სათანადოდ ვნახულობთ.



დღემდე ბევრს სჯერა, რომ რადიოლოგიური კვლევა ხშირად რეკონედებული არაა და ის ნაყოფის „დასხივებას“ იწვევს...

ეს არის აბსოლუტურად უვნებელი, ულტრაბგერითი ტალღა, რომელიც არ ვნებს ორგანიზმს. ის უსაფრთხოა როგორც ჩვენთვის, ექიმებისთვის, რომლებიც წლობით ვმუშაობთ აპარატთან, ასევე პაციენტისთვის. ხშირია შემთხვევები, როდესაც ბევრად დიდი სარგებელი მოაქვს თვითნებურად გაკეთებულ ექოსკოპირ კვლევებს, ვიდრე გეგმიურად ექიმის მიერ დანიშნულს, რადგან არის შემთხვევები, როდესაც ორსულებზე ეს დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს.  ზოგს ცუდი სიზმარი აქვს ნანახი, მეგობარმა, მეზობელმა რაღაც უთხრა აღელვებული მოდის და გთხოვს, რომ გულისცემა მაინც მოასმენინო. მისთვის ეს ერთი ექოსკოპია ბედნიერი ერთი კვირის ტოლფასია, ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ გაიკეთოთ ის ექიმის დანიშნულებითაც და თვითნებურადაც. ეს არის აბსოლიტურად უსაფრთხო პროცედურა, მსოფლიოში არანაირი მონაცემი არ არსებობს იმის შესახებ, რომ ეს ულტრაბგერითი ტალღა რაიმე უარყოფითს იწვევს.

12-13 კვირაზე ხდება კისრის ნაოჭის განმსაზღვრელი კვლევა, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას პათოლოგიის შესახებ. მაშინ რატომ ხდება აუცილებელი  გენეტიკური კვლევების ჩატარება?

12-13 კვირაზე კისრის ნაოჭის, ანუ საყელოსებრი სივრცის გაზომვა არის აუცილებელი. ეს გახლავთ მარკერი, რომელიც მიგვანიშნებს, რომ იქ შეიძლება იყოს რაიმე პათოლოგია.  კისრის ნაოჭის ზომის ნორმად ითვლება 3,  მაგრამ შეიძლება იყოს 3,5,  4,  4,5 და ბავშვი იყოს სრულიად ჯანმრთელი. ამიტომ რადიოლოგებმა თავს არ უნდა მივცეთ უფლება, მშობელს მივაწოდოთ მცდარი ინფორმაცია ნაყოფის შესახებ. ეს არის უდიდესი შეცდომა და დანაშაული. აუცილებლად უნდა გაკეთდეს  ტესტები, ორმაგი,  სამმაგი ტესტი. თუ იქაც რაიმე ცვლილება დაფიქსირდა, აუცილებლად უნდა გაკეთეს ამიოცენტეზი,  რომელიც 99%- ში ზუსტ ინფორმაციას გვაძლევს. ექოსკოპია არის მხოლოდ მარკერი, რომელიც გაძლევს ინფორმაციას, საჭიროა თუ არა კიდევ დამატებითი კვლევები. ძალიან ბევრი შემთხვევაა, რომ სრულიად ჯანმრთელი ბავშვები იბადებიან არსებული 4 მმ საყელოსებრი სივრცით.



 

რაზე მიუთითებს მღვრიე წყლები ორსულობისასას? 

რეალურად არც ერთ წიგნში და სახელმძღვანელოში მღვრიე წყლების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება. არცერთ ევროპულ და ამერიკულ სახელმძღვანელოში არ წერია როგორია ის, სად ჩანს და რანაირად. რაც უფრო ახალია აპარატი, მით უფრო ბევრ რამეს ვხედავთ ეკრანზე, ამიტომ ამის შეფასება არ იქნება სწორი, რადგან გამოიწვევს დამატებით მედიკამენტების დანიშვნას და ექიმი შესაძლოა, შეცდომაში შევიყვანოთ. ბევრჯერ ყოფილა, უმშობიარიათ, ექიმ რადიოლოგს ეგონა, რომ იყო მღვრიე წყლები  და აღმოჩენილა, რომ  წყალები აბსოლუტურად სუფთაა. ასევე ყოფილა პირიქითაც. ჯობია ასეთი შეფასებები რადიოლოგებმა თავიდან ავიცილოთ. არ არსებობს მღვრიე წყლების შეფასება, სიმართლე ესაა.

ორსულებს ყველაზე მეტად აშინებთ ჰიპერტონუსი. რისი მანიშნებელია ეს მდგომარეობა ექიმ რადიოლოგისთვის და რა  გამოსავალი არსებობს ასეთ დროს? 

პაციენტი თვითონ უნდა მოვიდეს ამ ჩივილით, რადგან ეს არის შეგრძნება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ყელის დამოკლება. ტონუსის მიზეზი შეიძლება იყოს სიმძიმის აწევა, ნერვიულობა და სტრესი, გადაღლა. საშვილოსნო კუნთოვანი ორგანოა, ძალიან ადვილად იკუმშება კუნთი და პაციენტს აქვს ჩივილი, მუცლის დაჭიმულობა. როდესაც პაციენტი ამ ჩივილით მოდის,  ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ გამოიწვია თუ არა ჩივილმა საშვილოსნოს ყელი დამოკლება. თუ საშვილოსნოს ყელი დამოკლებულია, პაციენტი გადამისამართდება თავის ექიმთან, რომელიც მიიღებს გარკვეულ ზომებს.  ორსული ქალბატონი თვითონ უნდა დაუკვირდეს თავის ორგანიზმს, რა შეუძლია და რა არა, არ უნდა მიიყვანოს თავი მუცლის დაჭიმვის მდგომარეობამდე. იმდენი არ უნდა ისეირნოს, რომ დაიჭიმოს მუცელი.
ჯობია გარშემომყოფები მივეხმაროთ ორსულს, რომ არ აწიოს მძიმე, მივეხმაროთ ქუჩაში, ყველაზე დაუცველები სწორედ ორსულები არიან და ყველაზე მეტი დახმარება მათ სჭირდებათ. ყველაზე მეტად კი ეს მაშინ სჭირდებთ, როდესაც არ ეტყობათ რომ ორსულად არიან, ეს არის 2-3 თვე. სწორედ ამ პერიოდშია ხასიათი არეული და ჯობს მას დავეხმაროთ,  რათა სტრესმა არ გამოიწვიოს საშვილოსნოს შეკუმშვა, ყელის დამოკლება, სტაციონარი და ა.შ.
რადიოლოგები არ ვსვამთ ტონუსის დიაგნოზს, ქალი მოდის ჩივილით და ჩვენ ვაფასებთ მის მდგომარეობას. ჩივილი უნდა გამოიკვლიოს ექიმმა, მისი გუშინდელი გუშინწინდელი დღე, ერთჯერადია, ორჯერადი თუ ხანგრძლივი, სწორად უნდა შეფასდეს რადგან მესამე ტრიმესტრში ტონუსი ნორმად ითვლება, პაციენტმა კი ეს არ იცის. თუ ტონუსი გადაღლამ ან სიმძიმის აწევამ გამოიწვია, როგორც კი ორსული წამოწვება, ეს მდგომარეობა გადაუვლის. თუ პაციენტი დილას იღვიძებს და მას აქვს დაჭიმული მუცელი უმიზეზოდ, აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს ექიმს და ჩააყენოს საქმის კურსში, ასეთ დროს მკურნალობა აუცილებელია. რა დროს არის საშიში ზრდაში შეფერხების სინდრომი ან დიდი ზომის  ნაყოფი? ნაყოფი უნდა მიყვებოდეს თავისი განვითარების ვადას, თუმცა 25 კვირიდან შეიძლება შეიქმნას პრობლემა და ნაყოფმა ვეღარ შეძლოს ზრდა. ეს შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტენზიამ, გენეტიკამ. ექოსკოპიურად გაზომილი და აწონილი ბავშვის ზომები  შესაძლოა არ შეესაბამებოდეს, ჩამორჩებოდეს ნორმას და ასევე შეიძლება, ნორმაზე გადაჭარბებას ჰქონდეს ადგილი. თუ გამოირიცხება ჰიპერტენზია, დიაბეტი, დოპლერი არ არის გაფუჭებული ანუ სისხლის მიმოქცევა არ არის დარღვეული, მაშინ მშვიდად შეგვიძლია ვიყოთ.  უმჯობესია, რომ ბავშვის ზომები ნორმალური იყოს, მაგრამ თუ ეს გენეტიკურია და მაგალითად ბავშვის  მამა ან ბაბუა 5 კილო დაიბადნენ, ბუნებრივია, რომ ბავშვი შეიძლება 4,800 დაიბადოს. ანუ თუ გამოირიცხება ყველანაირი პათოლოგია, ანალიზებშიც ყველაფერი წესრიგშია, დაე ბავშვი იყოს იმ ზომის, რამხელაც არის, არანაირი პრობლემა არ არის. ახდენს თუ არა გავლენას ნაყოფის ზომაზე დედის კვების რეჟიმი და მისი მომატებული წონა? ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ თუ დედა მკაცრ დიეტაზეა, რათა ფორმები არ დაკარგოს, ცხადია, ამ დროს ბავშვს ბევრი აკლდება. არიან დედები, რომლებიც ბევრს ჭამენ და ბევრიც აქვთ მომატებული, ასე დროს ბავშვები ზომაზე მეტს იღებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დედა დიეტაზე უნდა დავსვათ. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკას.  რა არის დოპლეროგრაფიული კვლევა, რა ინფორმაციას გვაძლევს ის,  აუცილებელია თუ არა მისი ჩატარება ყველა ორსულისთვის და რითი განსხვავდება სხვა კვლევებისგან? ძალიან ბევრი რამის დოპლერი შეიძლება გაკეთდეს, ეს არის თავის, სისხლძარღვების, ხერხემლის, კისრის მალების, ფეხების, სადაც არის სისხლძარღვი ყველგან შეგვიძლია დოპლერის გაკეთება. ამით ჩვენ ვნახულობთ სისხლძარღვში სისხლის გამავლობას, სიჩქარეს, რაოდენობას, იკვებება თუ არა ის ორგანო, სადაც მიდის სისხლი. ვნახულობთ მარაგდება თუ არა ნაყოფი საკმარისად დედისგან, ანუ ჭიპლარში როგორ მიედინება სისხლი. ულტრაბგერით კეთდება, ჩვეულებრივი ექოსკოპიაა და მის გაკეთებას რამდენიმე წუთი სჭირდება. როდესაც დოპლერი ნორმაშია, რა ზომაც უნდა იყოს ეს ბავშვი, პრობლემას არ წარმოადგენს. ასევე ვადაგადაცილების დროს, ძალიან მნიშვნელოვანია დოპლერული მონაცემები, უნდა შეფასდეს, უჭირს თუ არა ნაყოფს. თუ  კვლევამ ნორმალური მონაცემები გვაჩვენა, ნაყოფს შეუძლია იყოს მუცელში იმდენ ხანს,  რამდენსაც ექიმი ჩათვლის. ასევე, როდესაც  ბავშვები ხშირ და მკვეთრ მოძრაობებს აკეთებენ მუცელში, ამ დროს მოდიან  კვლევისთვის. თუ დედა კარგად გრძნობს თავს და ნაყოფს ურჩევს პოზას, თუ როგორ დაიძინოს პრობლემა არ ჩნდება. მაგალითად ვიცით, რომ ზურგზე წოლა არ შეიძლება, რადგან მასა აორტას აწვება, მექანიკურად იწვევს დედის ცუდად გახდომას და უფრო მეტად ნაყოფის დისკომფორტს, შესაბამისად ის ბევრს მოძრაობს. შესაძლოა ასევე სისხლში არ იყოს საკმარისი ჟანგბადის მომარაგება და ამ შემთხვევაშიც ნაყოფი ბევრს მოძრაობს. ჩვენ ვამოწმებთ ნორმალურად ამარაგებს თუ არა დედა ჭიპლარით ნაყოფს, თუ ყველაფერი წესრიგშია, ესეიგი ბავშვს აქტიური ხასიათი აქვს.  ბოლო რეგულაციების მიხედვით ბავშვის სქესის გაგება გარკვეულ ვადამდე არ შეიძლება, თქვენ როგორც ექიმს რა დამოკიდებულება გაქვთ, სწორია თუ არა ეს მიდგომა და რა ვადაზე უნდა ვიცოდეთ ნაყოფის სქესი? ძალიან მიხარია, რომ ტენდენცია შეიცვალა საქართველოში და გოგოებიც შეუყვარდათ. ქართველებში დიდი ხანია არ შემინიშნავს ეს ამორჩევითი ტენდენცია. ჩემი დაკვირვებით ჩვენთან ამას აღარ აკეთებენ და არასოდეს მინდა გავიგო, რომ ვინმემ მსგავსი არჩევანი გააკეთა ბიჭს და გოგოს შორის. მიხარია ისიც, რომ 16 კვირამდე არ ვაძლევთ ინფორმაციას სქესის შესახებ, რადგან 12 კვირაზე სქესის შეფასებით შესაძლოა შეცდომაში შევიყვანოთ პაციენტი. ჯობია გაიზარდოს ნაყოფი, გახდეს 16 კვირის, ჩამოუყალიბდეს სასქესო ორგანო და შემდეგ გაიგოს მშობელმა. ასეთ დროს არც აბორტის გაკეთება შეიძლება და ჩვენც მართველი ვიქნებით. 12 კვირაზე ხშირია შეცდომების ალბათობა.   რატომ არის ასეთი აქტუალური 3D და 4D კვლევა და შესაძლოა თუ არა, რომ მსგავსმა კვლევამ მეტი ინფორმაცია მოგვცეს ნაყოფის მდგომარეობაზე ვიდრე სტანდარტულმა, ორგანზომილებიანმა კვლევამ? 2D ეს არის კვლევის ფორმა, რომელსაც ყოველდღიურობაში ვიყენებთ, ის ძალიან დიდ ინფორმაციას გვაძლევს. 4D არის ის, სარაც ვიდეოს სახით ვუყურებთ, ხოლო 3D გახლათ ერთი კონკრეტული კადრი, რომლითაც შეგვიძლია ნაყოფის გარეგნული მონაცემების შემოწმება. მაგალითად თითები, ტუჩები, ბავშვის გარეგნობა, ხერხემლის მალები. სურათებსა და ვიდეოებს მშობლისთვის დიდი სიხარული მოაქვს. ჩვენ რადიოლოგებს ყველას ძალიან გვიყვარს ეს პროცესი, ვხარობთ პაციენტებთან ერთად, გამოფენაც კი გვაქვს ბატონ კახა ტატიშვილთან ერთად. 3D და 4D საკმაოდ ინფორმატიული დამატებითი კვლევებია, მაგრამ  არა ისეთი ინფორმატიული, როგორიც 2D კვლევა. გადაცემის აუდიოჩანაწერი [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/11/mariam-gotsiridze-1.mp3"][/audio] [post_title] => რამდენჯერ არის რეკომენდებული ორსულობისას ექოსკოპიის გაკეთება - მარიამ გოცირიძის რეკომენდაციები [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => ramdenjer-aris-rekomendebuli-orsulobisas-eqoskopiis-gaketeba-mariam-gociridzis-rekomendaciebi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-11-05 13:01:26 [post_modified_gmt] => 2018-11-05 09:01:26 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=301719 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) ) [post_count] => 3 [current_post] => -1 [in_the_loop] => [post] => WP_Post Object ( [ID] => 306596 [post_author] => 23 [post_date] => 2018-11-15 18:01:10 [post_date_gmt] => 2018-11-15 14:01:10 [post_content] => გადაცემის ლაივი LIVE როგორ მუშაობს ჰომეოპათიური მედიკამენტები, რა შედეგები აქვთ ხშირად მოავადე ბავშვებს იმუნიტეტის ჯადოსნური ბურთულების მიღების შემდეგ, როგორ მოქმდებს ჰომეოპათია გრიპის ვირუსზე და შესაძლოა თუ არა, ჰომეოპათიური მედიკამენტების მიღება სხვა ანტივირუსულ წამლებთან ერთად - ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ჰომეოპათიისა და ქართული ტრადიციული მედიცინის ლიგის პრეზიდენტმა, კლინიკა „ოჯახის მკურნალის“ ხელმძღვანელმა თორნიკე ალაშვილმა ისაუბრა. რა პრინციპით მუშაობს ჰომეოპათიური მედიკამენტები და როგორ აუმჯობესებს ის ბავშვის იმუნიტეტს? ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს არც ვირუსის და არც გრიპის. ყველაფერი  საკმაოდ ეფექტურად ექვემდებარება ჰომეოპათიურ მკურნალობას. ჰომეოპათიას ათობით თუ ასობით წელია გრიპის მკურნალობის გამოცდილება აქვს და ჩვენ არასოდეს არ გვქონია პრობლემა და გართულებები. ჰომეოპათიის ძირითადი მექანიზმი არა იმუნიტეტის სტიმულირება,  არამედ კორექციაა. იმუნო-სტიმულატორების ჯგუფი ფარმაკოლოგიური პრეპარატები ძირითადად არ არის ეფექტური გრიპის დროს და  ხშირად უამრავი გართულებები აქვს. იმუნო კორექცია, იმუნო პროგრამირება, რაც ჰომეოპათიაში გამოცდილია, პრაქტიკულ შედეგებს იძლევა და იცავს ჩვენ ბავშვებსაც. ასევე იცავს მოზრდილებსაც  და მოხუცებსაც გართულებების მქონე ვირუსებისა და რესპირატორული დაავადებებისგან, მათ შორის ხველით თუ სიცხით გართულებულისგან. შეიძლება თუ არა ამ პრეპარატების მიღება სხვა იმუნიტეტის ასამაღლებელ პრეპარატებთან ერთად და ანტივირუსულ პრეპარატებთან ერთად? როდესაც პაციენტი პროფესიონალ ექიმ ჰომეოპატთან მკურნალობს, ჩვენ უმრავლეს შემთხვევაში ვცდილობთ, სხვა მედიკამენტი არ გამოვიყენოთ. ცხადია თუ ამის აუცილებლობა არ იქნა, მაგრამ რთულ შემთხვევებში, როდესაც მხოლოდ ჰომეოპათია ვერ ერევა მწვავე პროცესებს, პედიატრები ან თავად ჩვენ ვნიშნავთ ანტიბიოტიკებსაც და ანტივირუსულ პრეპარატებსაც. მათი გამოყენება შეიძლება და პირიქით, უფრო ეფექტურია ხოლმე კომოლექსური მკურნალობა. ჰომეოპათიური პრეპარატები ეხმარება ფარმაკოლოგიურ მედიკამენტებს, მოკლე ვადებში კარგი შედეგების დადებაში.   მშობლები D ვიტამინის, კალციუმის და ომეგა 3-ის ანუ თევზის ქონის შემცველ პრეპარატებს ხშირად ექიმის დანიშნულების გარეშე აძლევენ ბავშვებს.  არის თუ არა ჰომეოპათიაში ისეთი პრეპარატები, რომელიც ამ ფარმაკოლოგიურ მედიკამენტებს  ჩაანაცვლებს? კალციუმის უკმარისობის დროს, როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში თუ მოხუცებში გამოცდილი გვაქვს  კალციუმის შემცვლელი ჰომეოპათიური 6-7 პრეპარატი. ისინი რომელიც ინდივიდუალურად ინიშნება, ადამიანის კონსტიტუციის,  აღნაგობის, ასაკის გათვალისწინებით და ბევრად ეფექტურია, ვიდრე ფარმაკოლოგიური კალციუმი. ფარმაკოლოგიური კალციუმის მიღებას ყოველთვის დადებითი შედეგი არ მოყვება. მით უმეტეს, ექიმის გარეშე მათმა გამოყენებისამ შესაძლოა, კუჭნაწლავის გაღიზიანება გამოიწვიოს ან კალციუმის შეთვისების ბლოკირება მოხდეს ორგანიზმში. ასევე შესაძლებელია პირიქით, ჰიპერკალცემია განვითარდეს და ორგანზმმა ტოქსიური დოზაც მიიღოს. რაც შეეხება D ვიტამინს, თუ ის ბუნებრივი ფორმით მიიღება, კი ბატონო, მაგრამ დღეისათვის ფარმაკოლოგიურ ბაზარზე ვერავინ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ  წამლის რაღაც ნაწილი მაინც არ არის ქიმიურად მიღებული D ვიტამინი. მეცნიერული კვლევებითაც დამტკიცებულია, რომ ქიმიურად მიღებული D ვიტამინი ათობით ასათსჯერ ნაკლებად  აქტიურია, ვიდრე ბუნებრივი. ბუნებრივი D ვიტამინი გამომუშავდება მაშინ, როცა  ბავშვი მზეზეა. არაა აუცილებელი პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედება, ჩრდილში, გარეთ ყოფნაც საკმარისია. ასევე  D ვიტამინი გამომუშავდება, როდესაც  ბავშვი ზღვის პროდუქტებს იღებს. რაც შეეხება  ომეგა 3-ს, ის ზღვის თევზის ცხიმია. თევზს კი უნდა იღებდეს ბავშვი და მნიშვნელოვანია,  ოკეანურია ის თუ მდინარის.  შეიძლება თევზი გაყინულიც იყოს, მაგრამ უნდა იყოს ზღვის, ოკეანის და არა ტბის.  ხარისხიანი ომეგა 3 ვიტამინის D-ს მოწესრიგებას უწყობს ხელს, რადგან იგივე თევზის ქონია. პედიატრები ათობით წლის წინ  უფრო აქტიურად იყენებდნენ თევზის ქონს და ბავშვების იმუნიტეტიც უფრო ჯანსაღი იყო, მათ შორის კალციუმის ცვლაც. როგორ უნდა მიხვდეს მშობელი მოქმდებს თუ არა ჰომეოპათიური მედიკამენტი, რამდენ ხანში უნდა დავინახოთ  შედეგი? ეს უნდა შეაფასოს სპეციალისტმა, მაგრამ მშობელიც ნათლად ხედავს, როცა ბავშვი იშვიათად ავადობს, მწვავე პროცესები გაიშვიათდება. ბავშვს ავადობა გადააქვს მოკლე ვადებში, გართულებების და ქიმიური მედიკამნეტების გარეშე. აქვე მნიშვნელოვანია ქრონიკულ პროცესს მკურნალობ თუ მწვავეს. მწვავე პროცესის მკურნალობას დროს ჰომეოპათიას შედეგი რამდენიმე სათში ან 1-2 დღეში უნდა ჰქონდეს. თუ შედეგი მოკლე ვადებში არ დგება, მაშინ დამატებით სხვა მკურნალობაც შესაძლებელია ჩაერთოს. ქრონიკული პროცესის დროს ორ კვირაში, ერთ თვეში ან თვენახევარში უნდა იყოს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. მდგომარეობის გაუმჯობესების ვადები დამოკიდებული იმაზეც, რამდენი ხანია დაავადება დაწყებულია. ჰომეოპათები კომლექსურად ვუდგებით პაციენტს. მხოლოდ ის სიმპტომები კი არ უნდა მოგვარდეს, რაც დაავადებისთვისაა დამახასიათებელი, არამედ ფსიქო-ემოციური სფეროც, ზოგადი ნიშნები, ოფლიანობა იქნება ეს თუ ფეხების სიცივე და ა.შ. იმუნიტეტი არ არის ცალკე იზორილებული სისტემა ორგანიზმში. ჰომეოპათია თვლის, რომ იმუნიტეტი ექვემდებარება ენდოკრინულ-იმუნურ სისტემას და ფსიქო-ემოციურ სფეროს. ორგანიზმში არის ფსიქო-ნეირო-ენდოკრინულ-იმუნური ღერძი რეგულაციის და ამ ღერძს მთლიანად უნდა გასწორება. არ შეიძლება მხოლოდ იმუნო -სტიმულატორების გამოყენება ისე, რომ პრობლემები არსებობდეს ინტეგრალურ დონეზე. დღეს ყველაზე მეტად გავრცელებულია გრიპის ვირუსი, რომელიც საშიშია თავისი შესაძლო გართულებებით, მოქმედებს თუ არა ჰომეოპათია ამ ტიპის ვირუსზე? ჩვენს კლინიკაში გვაქვს შემუშავებული ანტიგრიპინი, რომელსაც ფართოდ იცნობს ის საზოგადოება, ვინც ჩვენი კლინიკის პაციენტია და ყველა აღიარებს, რომ უმრავლესობა შემთხვევაში ეს არის სასწაული, მოკლე ვადებში პირველივე სიმპტომების შემდეგ ახდენს კუპირებას და მეორე დღეს შეიძლება ბავშვი თუ მოზრდილი ჯანმრთელ იყოს. ჩვენ გვაქვს ინდივიდუალური მიდგომა, სიმპტომების გათვალისწინებით ვნიშნავთ პრეპარატს. მაგალითად ურთულესი ფრინველის გრიპის ეპიდემიის დროს, ჰომეოპათიას გასაოცარი შედეგები ჰქონდა. უმრავლეს შემთხვევაში გელზემიუმი,  უმცირესი ჰომეოპათიური დოზით, რომელიც ყვითელი ჟასმინისგან მზადდება,  ხსნიდა ძლიერ სისუსტეს და აძლიერებდა ორგანიზმს. ამის შემდეგ ყველა გართულება მცირდებოდა ან აღარ ვითარდებოდა და მოკლე ვადებში პაციენტი ჯანმრთელდებოდა.  შეიძლება პაციენტს ფოსფორი ან რაიმე სხვა ჰომეოპათოური პრეპარატი დასჭირდეს, მინერალის ან ცხოველური ჯგუფიდან, მაგრამ უფრო ხშირად მცენარეული პრეპარატებია გრიპის დროს გამოცდილი. ჩვენი ანტიგრიპინები მარტო ხველას და სურდოს წინააღმდეგ კი არაა მიმართული, არამედ სიცხის და ანთების საწინააღმდეგო კომპონენტებია ჩართული. ვირუსული ინფექცია და მისი ყველაზე მწვავე სიმპტომები, ესაა ხველა, რინიტი და მაღალი ტემპერატურა. შეუძლია თუ არა ჰომეოპათიურ პრეპარატებს მათი დამარცხება? ჩვენი პაციენტები გვეუბნებიან, რომ როდესაც გაციების ნიშნებს დაინახავენ, იწყებენ ანტიგრიპინის მიღებას და პრაქტიკულად აღარ მწვავდება მდგომარეობა. იმ დღესვე ხდება პრობლემის გადალახვა. რთულია მკურნალობა, როდესაც ძლიერი ხველა, სურდო იწყება, მაგრამ სხვა საშუალებელთან შედარებით, ამასაც ვუმკლავდებით. ჩვენ ვხვდებთ ჰომეოპათიურ მედიკამენტებს აფთიაქებში, რომელიც არის სხვადასხვა ქვეყნის მიერ წარმოებული. როგორ განასხვავოს მშობელმა, რას უნდა ენდოს და რას აქვს ეფექტი? პაციენტს შეუძლია მიმართოს გამოცდილ ჰომეოპათიურ კლინიკებს და ექიმებს და მათი კონსულტაციით ჩაიტაროს მკურნალობა. როდესაც ნებისმიერი სპეციალობის ექიმი ნიშნავს ჰომეოპათიურ პრეპარატს, მან უნდა ისარგებლოს იმ ინსტრუქციით, რასაც ესა თუ ის ფირმა წარმოუდგენს. იმუნიტეტისთვის აქტიური მომაძლიერებელი საშუალებები ნაკლებადაა სააფთიაქო ქსელში, თანდათან შემოდის, მაგრამ ჩვენი ანალიზით უმრავლესობა მათგანი არის უბრალოდ სურდოს ან მსუბუქი სიმპტომებისთვის. ისინი არ არის გათვლილი სიცხეზე,  ფილტვების ანთებაზე, უფრო სერიოზული გართულებებისგან არ იცავს. სააფთიაქო ქსელში ჯერ ჯერობით უფრო სუსტი პრეპარატებია ხელმისაწვდომი. ჩვენ ახალი გახსნილი გვაქვს ფარმაცევტული კომპანია და ვგეგმავთ გამოვუშვათ ისეთი პრეპარატები, რომლებიც მწვავე ხველის და  რესპირატორული დაავადებების დროს იქნება მისაღები.  ცალკე იქნება შემოთავაზებული ზოგადად იმუნიტეტისთვის განკუთვნილი, ხშირად მოავადე ბავშვების თუ სხვა მძიმე პათოლოგიების დროს მისაღები იმუნომამოდულირებელი თვისებების შემცველი პრეპარატები. გრიპის ვირუსის მწვავე გართულებაა პნევმონია და ოტიტი. აქვს თუ არა ჰომეოპათიას მათი მკურნალობის რესურსი თუ კომპლექსურ მკურნალობას არჩევთ? თუ მოკლე ვადებში ჰომეოპათი აღწევს შედეგს ანტიბიოტიკის გარეშე, კომპლექსური მკურნალობა არ ხდება საჭირო და ჩვენ გვქონია ასეთი შემთხვევები. პლევრიტი, პნევმონია, ბრონქო პნევმონია შესაძლებელია ჰომეოპათიით სწრაფად განიკურნოს. თუ მოკლე ვადებში შედეგი არ არის, მაშინ ანტიბიოტიკი უნდა გამოვიყენოთ. როგორ შეიძლება ის პატარა "ჯადოსნური ბურთულები” და სითხე, რომელსაც თქვენ ამზადებთ მოერიოს ძალიან სერიოზულ დაავადებას თუ სიმპტომს, როდესაც ძალიან ძლიერმოქმედი პრეპარატები ვერ ერევა?  ანტიბიოტიკი ვირუსზე საერთოდ არ მოქმედებს, ანტივირუსული პრეპარატების გამოცდილი შედეგები ფარმაკოლოგიაში დადებული არ არის. ჰომეოპატია თვითგანკურნების პროცესების სტიმულირებას ახდენს, ეს იმუნო–ბიოლოგიური პროგრამირების მეთოდია. ჰომეოპათია თვითგანკურნების პროცესს მართავს და მართავს არა მხოლოდ იმუნიტეტს, არამედ ფსიქო-ნეირო-ენდოკრინულ-იმუნური რეგულაციის რგოლს ორგანიზმში.  ეფეტურია იმის მიუხედავად, დაავადების გამომწვევი მიზეზი ვირუსია, ბაქტერია თუ სხვა ფაქტორი. ინდივიდუალური მიდგომით ცენტრალური რეგულაციის მექანიზმებს ვმართავთ, ეს არის პრაქტიკული გამოცდილება. ზოგი ამას ეჭვის ქვეშ აყენებს, ექიმები იმდენად არა როგორც ბიოლოგები, ფარმაცევტები, გამოდიან და იძახიან რომ ჰომეოპათი საღ აზრს ეწინააღლდეგება. არავითარ საღ აზრს არ ეწინააღმდეგება. ჰომეოპათია არის მსგავსის მსგავსით მკურნალობა.  დანარჩენი მედიცინა მუშაობს საწინააღმდეგოს პრინციპით. დაპირისპირებულ მიდგომას ჰომეოპათიამ დაუპირისპირა ის, რომ მსგავსი მსგავსით ძალიან მცირე დოზის ინკურნება, ეფექტური და ბევრად უვნებელია მცირე დოზით მკურნალობა. მათ შორის ბავშვებშიც და მოხუცებშიც, როდესაც ორგანიზმი და იმუნიტეტი საკმაოდ დასუსტებულია. რა პერიოდშია ყველაზე ეფექტური იმუნიტეტის ასამაღლებელი ჰომეოპათიური მედიკამენტების მიღება და ექნება თუ არა მათ ეფექტი მწვავე ვირუსების პერიოდში უმრავლეს შემთხვევებში ჩვენთან მწვავე პროცესებით მოდიან  და ჩვენ მაინც ვახერხებთ მოკლე ვადებში პრობლემის მოგვარებას. პროფილაქტიკურად, წინასწარ,  ნათელ პერიოდში მკურნალობის დაწყება კიდევ უფრო უკეთესია, რაგდან თავიდან ვიცილებთ სერიოზულ გართულებებს.  მათ მორევას შემდეგ გარკვეული დრო მაინც სჭირდება. ორი დღის წინ მქონდა შემთხვევა, როდესაცერთ-ერთი ქვეყნის წამყვანი ჰომეოპათის სატელევიზიო ინტერვიუ მოვისმინე  და მან თქვა, რომ ჰომეოპათები უშვებენ შეცდომებს, როდესაც მწვავე პროცესებს კიდებენ ხელსო. ის ამობდა, რომ ჰომეოპეთების ასპარეზი ქრონიკული დაავადებებია და მე ამაში ვერ დავეთანხმები. იმიტომ, რომ თუ დროზე არ იმოქმედე, თუ მწვავე პროცესის დროს არ ჩატარდა სწორი მკურნალობა, სწორედ არასწორ მკურნალობას გადაყავს ის ქრონიკულში. მწვავე პროცესში სწორი ჰომეოფათიური მკურნალობა  უნდა წარიმართოს, რათა თავიდან ავიცილოთ ქრონიზაცია. მორეციდივე ან ქრონიკული დაავადების დროს, როდესაც რემისიაა და წყნარი სიტუაციაა, ასეთ დროსაც შესაძლებელია პროფილაქტიკა ჩატარდეს, რათა შემდგომში გართულებები ავიცილოთ თავიდან. არის თუ არა რაიმე სახის საკვები პროდუქტი, რომელიც ბავშვს ამ მედიკამენტების მიღებისას უნდა ავუკრძალოთ? კოფეინი მოქმედებს როგორც ანტიდოტი, მაგრამ გარკვეულ პრეპარატებზე. იგივე გვირილა, პიტნა, ფიტოთერაპიული ჩაი, მძაფრსუნიანი ინგალაციები, ევკალიპტი, ვალერიანი,  ეს ყველაფერი ჰომეოპათიას ხელს უშლის. მენთოლი, ან მსგავსი ეთერზეთების შემეცველი მცენარები, საკვები პროდუქტები, იგივე პიტნის კანფეტები ან საღეჭი რეზინები, არ შეიძლება. როგორ მზადდება ჰომეოპათიური პრეპარატები და აქვს თუ არა რაიმე, თუნდაც  მინიმალისტური უკუჩვენება მათ? ჰომეოპათიას სხვა მკურნალობის მეთოდებთან შედარებით აქვს ყველაზე ნაკლები უკუჩვენება. არის რიგი ჰომეოპათიური პრეპარატები, რომლებთანაც სიფრთხილეა საჭირო.  მათმა ზედმეტმა მიღებამ შეიძლება ალერგია და გამონაყარი გაამწვავოს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ლეიკოზების  ან მწვავე ბლასტური უკმარისობის დროს, ჰომეოპათიურ პრეპარატს, რომელსაც ძლიერი იმუნომამოდულირებელი და მასტიმულირებელი თვისება აქვს, გართულება მოუცია. მაინც საჭიროა სიფრთხილე, ბევრი ჰომეოპათიური წამლის ერთდროულად გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ ძალიან მძიმე ონკოლოგიური ან ქრონიკული დაავადება არ არის. მცირე დოზით ჰომეოპათია ასტიმულირებს იმუნიტეტს. თუ ბავშვს ბევრ წამალს ერთდროუალდ მივცემთ,  ხშირად უკვე მცირე დოზა აღარ მუშაობს და შესაძლოა ამან იმუტეტის გაძლიერების ნაცვლად, იმუნიტეტის დასუსტება გამოიწვიოს. ეს სამწუხაროდ ხშირად ხდება აცრების დროს, როდესაც  აცრა პოლი ვაქცინებით ტარდება. ხშირად იმუნიტეტის გაძლიერების ნაცვლად ვიღებთ საპირისპირო პასუხს, ხდება იმუნიტეტის შოკირება და ამ ნიადაგზე  ბევრი დაავადება წარმოიშვება. ჰომეოპათიას სჭირდება პროფესიონალი სპეციალისტის მიდგომა, თუნდაც იმ პრეპარატების შემთხვევაში, რომელიც აფთიაქებში იყიდება. ჩვენ არ ვეთანხმებით ზოგიერთ კომპომეტებს, რომელიც არის სხვადასხვა უცხოური ფირმის პრეპარატის შემადგენლობაში.  როდესაც ჩვენ გამოვუშვებთ ქართულ პრეპარატებს, მაქსიმალურად გავითვალისწინებთ ყველანაირ გართულებას მეტი ეფექტურობისთვის. დაიკლო თუ არა ბავშვებში ავადობამ ჰომეოპათიური მკურნალობის შემდეგ? რა თქმა უნდა. 99 პროცენტში ჩვენ პირველი შედეგი სწორედ ის გვაქვს, რომ ხშირი ავადობა კლებულობს, გართულებები არ მოყვება და გამწვავებებიდან პაციენტი უფრო მალე გამოდის. ჩვენ ქალბატონებს ფეხმძიმობის დროსაც ვაძლევთ წამლებთ, ასევე ვმკურნალობთ ახალშობილებსაც. გადაცემის აუდიოჩანაწერი [audio mp3="http://old.fortuna.ge/wp-content/uploads/2018/11/ekimi.mp3"][/audio] [post_title] => „იმუნიტეტის ჯადოსნური ბურთულები“  - თორნიკე ალაშვილი ხშირად მოავადე ბავშვებზე [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => imunitetis-jadosnuri-burtulebi-tornike-alashvili-khshirad-moavade-bavshvebze [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-11-15 18:04:51 [post_modified_gmt] => 2018-11-15 14:04:51 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://old.fortuna.ge/?p=306596 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [comment_count] => 0 [current_comment] => -1 [found_posts] => 88 [max_num_pages] => 30 [max_num_comment_pages] => 0 [is_single] => [is_preview] => [is_page] => [is_archive] => 1 [is_date] => [is_year] => [is_month] => [is_day] => [is_time] => [is_author] => [is_category] => [is_tag] => 1 [is_tax] => [is_search] => [is_feed] => [is_comment_feed] => [is_trackback] => [is_home] => [is_404] => [is_embed] => [is_paged] => [is_admin] => [is_attachment] => [is_singular] => [is_robots] => [is_posts_page] => [is_post_type_archive] => [query_vars_hash:WP_Query:private] => 4eaa033f3af6c8afa0626ca7b52c5e14 [query_vars_changed:WP_Query:private] => [thumbnails_cached] => [stopwords:WP_Query:private] => [compat_fields:WP_Query:private] => Array ( [0] => query_vars_hash [1] => query_vars_changed ) [compat_methods:WP_Query:private] => Array ( [0] => init_query_flags [1] => parse_tax_query ) )

მსგავსი სიახლეები