LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარაცეტამოლისა და იბუპროფენის მიღება ქალებში სმენის დაქვეითებას იწვევს

117

ამერიკელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ყველასთვის ცნობილი ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი პრეპარატები სმენის დაქვეითებას იწვევს. აღმოჩნდა, რომ ქალებმა, რომლებიც კვირაში ორჯერ იღებენ პარაცეტამოლისა და იბუპროფენის ჯგუფის მედიკამენტებს, შესაძლოა სმენა სამუდამოდ დაკარგონ.

კვლევა 55 850 ქალბატონის მონაწილეობით ჩატარდა, რომელთა ასაკი 44-დან 69 წლამდე იყო. აქედან გამოკითხულთა ნახევარი 6 წლის მანძილზე იღებდა პარაცეტამოლსა და იბუპროფენს, თანაც კვირაში რამდენჯერმე. ქალბატონების სწორედ ამ ნაწილს სმენასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები დაუდგინდა. გაირკვა, რომ ეს მედიკამენტები აფერხებს სისხლის მიმოქცევის პროცესს ყურებთან, რაც სმენის ორგანოების დაზიანებას იწვევს.

მეცნიერთა აზრით, პარაცეტამოლისა და იბუპროფენის გამო სმენის დაკარგვის რისკი 9 პროცენტია. სმენის დაქვეითება, შესაძლოა, გამოიწვიოს პრეპარატის მცირე დოზამაც კი.

უკვე ცნობილია, რომ მეცნიერები ახალ კვლევას მამაკაცებზე ჩაატარებენ, სადაც ასევე დიდია ამ პრეპარატების მიღების შემთხვევები. კვლევას გამოცემები dailymail.co.uk და mirror.co.uk აქვეყნებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები