LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზი გეგმავს ტყის გაშენებას, რომელიც ნიუ-იორკის Central Park-ზე ხუთჯერ დიდი იქნება

100

პარიზი მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალაქების სიაში  მოწინავე ადგილს მუდამ იკავებს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ პოზიციებს მომავლშიც არ დათმობს. ამის თქმის საფუძველს იძლევა ქალაქის ტყის გაშენების გეგმა, რომელიც უკვე 15 წელია არსებობს, თუმცა ბევრჯერ გადაიდო სხვადასხვა მიზეზთა გამო. წელს კი , სახელმწიფოს წარმომადგენლებმა საბოლოოდ დაუჭირეს მხარი ტრანსფორმაციულ პროექტს, რომელიც მსოფლიომ შეიძლება დაუჯერებლად მიიჩნიოს.

საქმე იმაშია, რომ ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ გარეუბანში, 1350 ჰექტარ ტერიტორიაზე  ჟანგბადით მდიდარი პარკი გაშენდება, რომელიც ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკზე 5-ჯერ დიდი იქნება. მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით სასიარულო ბილიკები მოეწყობა და მანქანების მოძრაობა აიკრძალება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები