LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზი ზეიმობს: საფრანგეთი ფინალშია (ფოტოები)

131

საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ბელგიას 1:0 მოუგო და 2006 წლის შემდეგ პირველად გავიდა ფინალში. ორი წლის წინ ფრანგები საშინაო ევროპის პირველობაზე ასევე თამაშობდნენ ფინალში, სადაც პორტუგალიასთან წააგეს.

მათთვის, ვინც შინ დარჩენა არ მოისურვა, თამაშის ყურება მარტივი არ ყოფილა. ყველა კაფე და რესტორანი გადავსებული იყო.

 

პარიზის მერიის მოედანთან ფან-ზონა მოაწყვეს, რომელიც ასევე ბოლომდე გაივსო.

 

გამარჯვების შემდეგ კი ათასობით გულშემატკივარი ქუჩაში გავიდა. მოზეიმე ტალღამ უცებ გაავსო ელისეის მინდვრები.

 

 

საფრანგეთი 1998 წელს და ახლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები