LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზის ერთ-ერთ ეკლესიაში შესაწირს პლასტიკური ბარათით გადაიხდიან

52

პარიზის ერთ-ერთ ეკლესიაში შესაწირს პლასტიკური ბარათით გადაიხდიან. წმინდა ფრანსუა დე მოლიტორის ეკლესიაში  შესაწირის გასაღებად კალათები დადგეს, რომელშიც საბანკო ტერმინალებია მოთავსებული. მრევლს კი შეუძლია ეკრანზე სასურველი თანხა მიუთითოს და  პლასტიკური ბარათით გადაიხადოს.ამის შესახებ France24 იუწყება.  გამოცემის ცნობით, მიუხდავად ამ სიახლისა, მრევლს  შესაწირის გაღება,ტრადიციული საშუალებითაც შეეძლება ანუ პლასტიკური ბარათით გადახდის ნაცვლად, ფული კალათაში დატოვონ.

სასულიერო პირებმა სიახლის დანერგვის მიზეზები უკვე განმარტეს. ეპარქიის განმარტებით, ამგვარი გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ  მომავალში ნაღდი ფული მიმოქცევაში თანდათან აღარ იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები