LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზის გრან სლემზე შავდათუაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

84

პარიზში მიმდინარე გრან სლემზე ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. 73 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ქართველი ძიუდოისტი კოსოვოელ აკილ იაკოვასთან დამარცხდა.

შავდათუაშვილმა ტურნირზე ფინალამდე ოთხი მეტოქე დაამარცხა. დღესვე მედლის მოპოვების შანსი ამირან პაპინაშვილს ჰქონდა, მაგრამ ქართველმა ნახევარფინალში აკრძალული ილეთი გააკეთა და დისკვალიფიკაცია მიიღო.

ტურნირი ხვალ განახლდება და ჩემპიონები 4 წონთ კატეგორიაში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით კი ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი, ლაშა თაველური, ვარლამ ლიპარტელიანი, გურამ თუშიშვილი და ლევან მათიაშვილი იასპარეზებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები