LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზის შემოგარენში სტიქიის ზონიდან მაშველებს მოსახლეობა გასაბერი ნავების საშუალებით გამოჰყავთ

82

პარიზის შემოგარენში, სადაც მდინარე სენაში წყლის დონის მატებას, ქუჩებში წყალდიდობა მოჰყვა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. დატბორილია სახლების პირველი სართულები. სტიქიის ზონიდან მაშველებს მოსახლეობა გასაბერი ნავების საშუალებით გამოჰყავთ.

მდინარე ნაპირებიდან საფრანგეთის დედაქალაქის ზოგიერთ უბანშიც გადმოვიდა, რის გამოც საავტომობილო მიმოსვლა შეზღუდულია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სარკინიგზო სადგურების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

სინოპტიკოსების პროგნოზი უახლოესი დღეების განმავლობაში არადამაიმედებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები