LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზში მამაკაცი სამხედროს ცივი იარაღით დაესხა თავს

35

პარიზში მამაკაცი სამხედროს, რომელიც ოპერაცია Sentinelle-ის ფარგლებში საფრანგეთის დედაქალაქში უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ცივი იარაღით დაესხა თავს.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი BFMTV ავრცელებს.

ტელეარხის ინფორმაციით, ინციდენტი დღეს დილით მეტროსადგურ „შატლესთან“ მოხდა.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. სამხედროებმა თავდამსხმელი განაიარაღეს და დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები