LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზში მიგრანტის მიერ გადარჩენილი ბავშვის მამა ინციდენტის დროს Pokemon Go-ს თამაშობდა

42

პარიზში გადარჩენილი 4 წლის ბავშვის მშობლებმა მალელ მიგრანტს მადლობა გადაუხადეს, რომელიც აივანზე დაკიდული ბავშვის გადასარჩენად მეოთხე სართულზე აძვრა.

BBC-ის ცნობით, უყურადღებობის ბრალდებით საქმე აღძრულია ბავშვის მამის წინააღმდეგ, რომელიც ტელეფონში თამაში Pokemon Go-თი გაერთო და ბავშვი დაავიწყდა. დედა ამ დროს სხვა ქალაქში იმყოფებოდა.

“ვიცი, რომ ჩემი ქმარი დამნაშავეა, მაგრამ როგორც ამბობენ, ეს ყველას შესაძლოა დამართნოდა,” – აცხადებს ქალი.

28 მაისს, მალელი მიგრანტი, საფრანგეთის გმირი გახდა. მამუდუ გასამა ერთ-ერთ სახლის აივანზე ყოველგვარი დაზღევევის გარეშე ავიდა და მეზობელ აივანზე მდგარ კაცს დაეხმარა, რომელიც ცდილობდა 4 წლის ბავშვი გადაერჩინა.

ვიდეო სახლთან ახლოს შეკრებილებმა ტელეფონით გადაიღეს და სოციალურ ქსელში აგაავრცელეს. გმირული საქციელის გამო 22 წლის მამუდუ გასამა ელისეს სასახლეში მადლობის გამოსაცხადებლად მიიწვიეს და პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მას საფრანგეთის მოქალაქეობა მისცა და სამაშველო სამსახურშიც დააწყებინა მუშაობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები