LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზში ნუდისტები სამოსის გარეშე სეირნობას შეძლებენ

754

მომავალი წლის ზაფხულიდან ნუდისტები შეძლებენ, პარიზში  საგანგებოდ გამოყოფილ ზონებში შიშვლებმა იარონ, ქალაქის ხელისუფლებამ შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ნუდისტებისთვის საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთ პარკში გამოიყოფა ადგილი, ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

გეგმა მწვანეების პარტიას ეკუთვნის, ისინი ფიქრობენ, რომ საფრანგეთი ბევრი ნუდისტისთვის არის დასვენების პრიორიტეტული ადგილი და ქვეყნის დედაქალაქში უნდა იყოს მათთვის საგანგებოდ გამოყოფილი ზონები.

„საფრანგეთში 2 მლნ ნუდისტია და ეს რიცხვი ზაფხულში ორმაგდება, როდესაც ქვეყანაში უცხოელი ტურისტები ჩამოდიან. პარიზი ტურისტებისთვის მაგნიტია, ამიტომ უნდა შევქმნათ რეკრეაციული მოედანი, სადაც ნუდისტები შეძლებენ, მშვიდად იგრძნონ თავი.“

გეგმას მხარს უჭერენ  პარიზის მერი ან იდალგო და ვიცე-მერი ბრუნო ჟულიარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები