LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზში, პსჟ-ს სტადიონთან ტერაქტი აღკვეთეს

34

საფრანგეთის პოლიციამ, საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში, პსჟ-“ბორდოს”(6:2) მატჩის წინ, სტადიონ “პარკ დე პრენსის” სიახლოვეს ტერაქტი აღკვეთეს.

ხელნაკეთი ბომბი პოლიციელებმა პარიზში სტადიონის მიმდებარზე ტერიტორიაზე შუადღის 4 საათზე იპოვეს. ამასთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა 5 ეჭვმიტანილი დააკავეს, რომელთაგანაც ერთ-ერთი აქტიურ კავშირში იმყოფებოდა ისლამური სამყაროს წევრებთან.

პსჟ-სა და “ბორდოს” დაპირისპირებას 47 ათასი მაყურებელი დაესწრო.

შეგახსენებთ, პარიზში 2015 წელს ტერორისტული აქტი გერმანიისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის დროს მოხდა. მაშინ 130 ადამიანი გარდაიცვალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები