LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზში სკანდალია: პსჟ-ს ლიდერები ერთმანეთს დაერივნენ

72

„პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში სიტუაცია აირია. „ლიონთან“ შეხვედრა პარიზელებმა 2:0 მოიგეს, მაგრამ ამას თან დაერთო ედინსონ კავანის კონფლიქტი ნეიმართან და დანი ალვეშთან.

ერთ-ერთ ეპიზოდში, როცა კავანიმ ჯარიმის დარტყმა მოისურვა, ალვეშმა ურუგვაელს ბურთი წაართვა და ნეიმარს გადასცა. თავის მხრივ, კავანიმ ბრაზილიელს პენალტის შესრულების უფლება არ მისცა. 79-ე წუთზე ნეიმარი 11-მეტრიანის დასარტყმელად მოემზადა, მაგრამ ედინსონთან მცირე საუბრის შემდეგ, ბურთს მოშორდა. ურუგვაელმა ვერ შეძლო იმ პენალტის გატანა.

კავანი მატჩის შემდეგ გაცოფებული იყო. მან სწრაფად აკრიფა თავისი ნივთები და სტადიონი სათადარიგო გასასვლელიდან გუნდისგან ცალკე დატოვა. ურუგვაელმა პრესასთან საუბარი არ ისურვა.

ნეიმარმა მალე უპასუხა ურუგვაელს. ცოტა ხნის წინ, ის კავანის „ინსტაგრამის“ ფოლოუერებიდან ამოეწერა.

 

 

ამასობაში პსჟ-მ ნეიმარის გვარით უკვე 120 ათასი მაისური გაყიდა, რითაც კლუბის რეკორდი გააუმჯობესა.

მწარმოებლები ასეთი მოთხოვნით გაოგნებული არიან და მაღაზიების შევსებას ვერ ასწრებენ. ბრაზილიელის მაისურების ახალი პარტია მხოლოდ ორი თვის შემდეგ გამოჩნდება მაღაზიებში.

გარდა ამისა, პარიზულ კლუბში ნეიმარისა და კილიან მბაპეს გადასვლის შემდეგ, მაისურების რეალიზაციამ 75 პროცენტით იმატა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები