პარიზში თრილერი დატრიალდა, სამეფო კარს კი მგლები შეესივნენ

137

ჩემპიონთ ლიგაზე პირველი მეოთხედფინალები დასრულდა. შეიძლება ითქვას, რომ წუხელ მოულოდნელი შედეგები დაფიქსირდა. პირველ რიგში ეს მაინც მადრიდის ”რეალს” ეხება. ”სამეფო კლუბი” გერმანიაში მგლებმა გაგლიჯეს. ბუნდესლიგაში არც თუ დამაჯერებელად მოთამაშე  ”ვოლფსბურგმა” ”ბარსას” მჯობ ”რეალს” 2:0 მოუგო და კარგი ფორით მიდის ესპანეთის დედაქალაქში, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ”ბლანკოსს” ნამდვილად შეუძლია და ამ წყვილში ფავორიტად შესაძლოა კვლავ ის რჩებოდეს.

“თამაშით უკმაყოფილი ვარ. არავინ ელოდა, რომ 0:2-ს წავაგებდით. მეც კი არ ველოდი. ვიცოდით, რომ გაგვიჭირდებოდა, განსაკუთრებით ფიზიკურად.

“ბარსელონასთან” მატჩმა ძალიან დიდი ძალა წაიღო. “ვოლფსბურგთან” მატჩი ისეთი ტემპით არ დავიწყეთ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ამ სტადიაზე უნდა იყოს. მობილურობა და ტემპი გვაკლდა.

ჯერ დაკარგული არაფერია. ჩევნ “რეალი” ვართ და შეგვიძლია საპასუხო შეხვედრაში გულშემატკივრების მხარდაჭერით ყველაფერი შევცვალოთ”, – თქვა ”რეალის” თავკაცმა ზინედინ ზიდანმა.

პარიზში, პსჟ-მ ვერ მოუგო ”მანჩესტერ სიტის”, თან ორი გოლიც გაუშვა და საბოლოო 2:2 უფრო ინგლისურ გუნდს აწყობს. მაგრამ ამ თვალსასეირო მატჩის შემდეგაც ბუნებრივია არაფერია გარკვეული და ყველაფერი მანჩესტერში გაირკვევა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ევროსარბიელზე ზედიზედ მეხუთე მატჩში გაიტანა.

სამაგიეროდ, პსჟ-მ ვერ მოიგო ევროსარბიელზე ზედიზედ მეხუთე მატჩი.

მანჩესტერში პსჟ-ს მატუიდი და ლუისი დისკვალიფიკაციის გამო არ ეყოლება.

პსჟ – სიტი  2:2

გოლები: 0:1 დე ბრუინი (38), 1:1 იბრაჰიმოვიჩი (41), 2:1 რაბიო (59), 2:2 ფერნანდინიო (72)
პსჟ: ტრაპი – ორიე (78. ვან დერ ვილი), ტ. სილვა, დ. ლუისი, მაქსველი – რაბიო (78. ლუკასი), ტ. მოტა, მატუიდი – დი მარია, იბრაჰიმოვიჩი, კავანი
სიტი: ჰარტი – სანია, მანგალა, ოტამენდი, კლიში – ფერნანდინიო, ფერნანდო – ხ. ნავასი, დე ბრუინი (77. დელფი), დ. სილვა (88. ბონი) – აგუერო (93. კოლაროვი)
იბრაჰიმოვიჩმა ვერ გამოიყენა პენალტი (14)

გაფრთხილება: ლუისი, მატუიდი – კლიში, ფერნანდო, მანგალა, ნავასი

 

 

 

 

ვოლფსბურგი – რეალი  2:0

გოლები: 1:0 რ. როდრიგესი (18-პენ), 2:0 არნოლდი (25)
ვოლფსბურგი: ბენალიო – ვიეირინია, ნალდო, დანტე, რ. როდრიგესი – გილავოგი, ლუის გუსტავო – დრაქსლერი (90+3. შეფერი), არნოლდი, ბრუნო ენრიკე (80. ტრეში) – შურლე (85. კრუზე)
რეალი: ნავასი – დანილო, პეპე, რამოსი, მარსელო – მოდრიჩი (64. ისკო), კაზემირო, კროოსი (85. ხ. როდრიგესი) – ბეილი, რონალდო, ბენზემა (41. ხესე)

გაფრთხილება: ვიეირინია, ბენალიო, ლუის გუსტავო, არნოლდი – ბეილი

საპასუხო მატჩები 12 აპრილს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები