LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტარები დავით ჭიჭინაძე და მამუკა ჩიქოვანი დირექტორობის უფლებამოსილებას იწყვეტავენ – ეკა გიგაური

51

„მიუხედავად მწვავე შეფასებებისა, არც პარლამენტის თავმჯდომარის და არც სხვა დეპუტატების მხრიდან არ დასახელებულა არცერთი ფაქტობრივი შეცდომა ჩვენს ანგარიშში,“ – ასე პასუხობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” 19 სექტემბერს გამოქვეყნებულ კვლევაზე პარლამენტის დეპუტატების გამოხმაურებებს.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა, განაცხადა, რომ ანგარიშის გამოქვეყნებას პარლამენტის ორი წევრის მხრიდან უკვე მოჰყვა სათანადო რეაგირება. კერძოდ, „ქართული ოცნებიდან” დავით ჭიჭინაძემ და „ევროპული საქართველოდან” მამუკა ჩიქოვანმა უკვე მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.

ანგარიშში წარმოდგენილი ყველა მონაცემი ეყრდნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას და პარლამენტის წევრთა მიერ შევსებულ დეკლარაციებს. თუკი რომელიმე პოლიტიკოსი დაგვიდებს ფაქტს და აქ იქნება შეცდომა, ჩვენ ამ შეცდომას ვაღიარებთ. არც ერთი დეპუტატი არ ლაპარაკობს კონკრეტულ ფაქტზე. ჩვენ კი ვსაუბრობთ კანონის მოთხოვნებზე და ეს არის აქ ყველაზე მთავარი,” – აცხადებს გიგაური.

ორგანიზაცია იმედს გამოთქვამს, რომ დანარჩენი 7 დეპუტატიც მხოლოდ ხმაურიანი განცხადებებით არ შემოიფარგლებიან და ანგარიშში მოყვანილი ფაქტების შესაბამისად, კანონით დადგენილ სამართლებრივი რეაგირების ზომებს მიმართავენ. სწორედ ეს იქნება საზოგადოების მიმართ მათი პასუხისმგებლობის გამოხატულება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები