LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტი 19 სედანს შეიძენს

38

საქართველოს პარლამენტმა ავტომანქანების შეძენაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. 19 სედანის შესაძენად პარლამენტს 855 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი “ბათუმელები” ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ტენდერის პირობების თანახმად, ავტომანქანები უნდა იყოს ექსპლუატაციაში არმყოფი; გამოშვების წელი არანაკლებ – 2017; გარბენი – არაუმეტეს 30 კმ; კარების რაოდენობა არანაკლებ 4; საწვავის ტიპი – ბენზინი; ძრავის მოცულობა არანაკლებ 1.6, არაუმეტეს 2.0; ცხენის ძალა – არანაკლებ 120… საჭე – მარცხნივ; ავტომანქანების ძარის ფერი უნდა იყოს ვერცხლისფერი, ხოლო სალონის – შავი;

ამასთან, მიწოდებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს უნდა ახლდეს სასაქონლო ზედნადები და სანომრე ნიშნები, ხოლო განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის პროცედურების უზრუნველყოფა და ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები