LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტი 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დაამტკიცებს

124

პარლამენტი დღეს საბოლოო მოსმენით კორექტირებული 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს და დაამტკიცებს. საბიუჯეტო პროექტს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე წარადგენს.

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მთლიანი მოცულობა, 2017 წელთან შედარებით იზრდება 943,8 მლნ ლარით და 12,441 მილიარდ ლარს შეადგენს, მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 10,490 მილიარდ ლარს, საიდანაც: საგადასახადო შემოსავლები – 9,490 მილიარდი ლარია; სხვა შემოსავლები – 460,0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირების შემოსავლებიდან მისაღები 50,0 მლნ ლარის ოდენობით; გასულ წლებში გაცემული სესხების დაბრუნება – 80,0 მლნ ლარი; პრივატიზაცია – 60,0 მლნ ლარი; საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მიღებული სახსრები – 400,0 მლნ ლარი; დონორების დაფინანსება შეადგენს 1,951 მილიარდ ლარს, საიდანაც: გრანტები – 364,2 მლნ ლარია, ხოლო კრედიტები – 1,587 მილიარდი ლარი; 2018 წელს საბიუჯეტო დეფიციტი შეადგენს 1,206 მილიარდ ლარს, რომლის დაფინანსების წყაროებია: საგარეო ვალის წმინდა ზრდა – 861,8 მლნ ლარი (71.5%);საშინაო ვალის წმინდა ზრდა და ნაშთის გამოყენება – 344.2 მლნ ლარი (28,5%);

2018 წლისთვის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი შეადგენს 10,260 მილიარდ ლარს, რაც მიმდინარე წლის განახლებულ გეგმაზე 520.0 მლნ ლარით მეტია. მშპ-სთან მიმართებაში საგადასახადო შემოსავლები 25.3%-ია.

დაგეგმილი საგადასახადო შემოსავლები ცალკეული სახეების მიხედვით შემდეგია: დღგ – 4,400 მილიარდი ლარი; საშემოსავლო გადასახადი – 3,160 მილიარდი ლარი; აქციზი – 1,450 მილირადი, მოგების გადასახადი – 630.0 მლნ ლარი; ქონების გადასახადი – 390,0 მლნ ლარი; იმპორტის გადასახადი – 60,0 მლნ ლარი; სხვა გადასახადები – 170,0 მლნ ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები