LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტი ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებს, სავარაუდოდ, 2018 წლის მარტში მიიღებს

27

პარლამენტი ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებს, სავარაუდოდ, 2018 წლის მარტში მიიღებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, ახალი ცვლილებების ინიცირება პარლამენტში უკვე მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ მოხდება.

კობახიძის თქმით, მმართველი გუნდის მიერ გაწერილი გრაფიკის თანახმად, 2017 წლის ბოლომდე ახალი ცვლილებების მიღება ორი მოსმენით მოხდება, 2018 წლის მარტში კი უკვე მესამე მოსმენით საბოლოოდ დამტკიცდება საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდება.

„საქმე ეხება ბლოკის ერთჯერადად დატოვებას; ბონუსის სისტემის გაუქმებას; ასევე, რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული მუხლი გადაისინჯება. რეკომენდაცია იყო ორ მუხლთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას. ჩვენ შემოვიფარგლებით მხოლოდ იმ რეკომენდაციებით, რომელიც მოგვცა ვენეციის კომისიამ და ამის შესაბამისად მომზადდება პროექტი,“ – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები