LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტი არასამთავრობო სექტორთან მჭიდროდ ითანამშრომლებს – კობახიძე

59

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არასამთავრობო სექტორთან პარლამენტი ითანამშრომლებს ყველა საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება ქვეყნის დემოკრატიულ, ეკონომიკურ, სოციალურ განვითარებას, ასევე საგარეო პოლიტიკას.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ძალიან ბევრი კონკრეტული საკითხი განიხილეს.

“არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ მათ ის გეგმები გავაცანით, რომლითაც მუშაობას ვიწყებთ. წარმოდგენილი იყო კონკრეტული ინიციატივები. შევჯერდით შემდგომი თანამშრომლობის გეგმებზე, პერსექტივებზე. მათთან თანამშრომლობა მჭიდრო რეჟიმში გაგრძელდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები