LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტი სახალხო დამცველს, სავარაუდოდ, ნოემბერში აირჩევს – ირაკლი კობახიძე

33

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტი ახალ სახალხო დამცველს, სავარაუდოდ, ნოემბერში აირჩევს.

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველ გუნდში სახალხო დამცველის კანდიდატურის შესახებ აქტიური კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა.

„ჯერჯერობით აქტიური კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა. კონსულტაციები უახლოეს დღეებში დაიწყება და ნოემბრის ბოლოსთვის უკვე დასახელდება კანდიდატი. სავარაუდოდ, უკვე ნოემბერში იქნება არჩეული ახალი სახალხო დამცველი,“ –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები