LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით 26 სექტემბერს მიიღებს

40

მმართველი გუნდი საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით მიღებას 26 სექტემბერს გეგმავს. მანამდე “ქართული ოცნების” წარმომადგენლები “ვენეციის კომისიის” დასკვნას ელოდებიან, რომელიც, არსებული ინფორმაციით, 22 სექტემბრისთვის გახდება ცნობილი.

მომავალი კვირა არასასესიოა, შესაბამისად, საჭირო იქნება რიგგარეშე სხდომის მოწვევა, რომელსაც პრეზიდენტი ნიშნავს. იმ შემთხვევაში, თუკი გიორგი მარგველაშვილი რიგგარეშე სხდომას არ დანიშნავს, პარლამენტს აქვს უფლებამოსილება, 48 საათში შეიკრიბოს და სხდომა ჩაატაროს.

ჩვენ სიღრმისეულად, დიდი ინტერესით გავეცნობით “ვენეციის კომისის” დასკვნას. პირადად მე არა მაქვს მოლოდინი იმის, რომ დასკვნაში რაიმე სახის სამართლებრივი შენიშვნები იქნება. ჩვენ “ვენეციის კომისიის” ყველა შენიშვნა გავითვალისწინეთ, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები