LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტი ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუციას ოთხშაბათს მიიღებს

138

ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუციას და, ასევე, სიის შესახებ რეზოლუციას პარლამენტი ოთხშაბათს მიიღებს. რეზოლუციების მიღების ვადა დღეს ბიუროს სხდომაზე განისაზღვრა. კენჭის საყრელად ცალ-ცალკე დადგება როგორც უმრავლესობის მიერ მომზადებული რეზოლუცია, ასევე „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული ე.წ. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ რეზოლუცია.

ეს რეზოლუციები არ არის ერთმანეთის ალტერნატივა და პარლამენტი, დიდი ალბათობით, ორივე მათგანს დაამტკიცებს. უმრავლესობის მიერ მომზადებული რეზოლუცია ითვალისწინებს საერთაშორისო საზოგადოებისადმი მიმართვას, რათა მოხდეს კონკრეტრულად არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტის საერთაშორისო გამოძიება და განხორციელდეს საერთაშორისო მონიტორინგი უშუალოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული რეზოლუცია კი, ე.წ. „მაგნიტსკის სიის“ მსგავსად, ითვალისწინებს სიის შედგენას, სადაც კონკრეტულად ის პირები შევლენ, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოსახლეობის მიმართ განახორციელა და ახორციელებს ძალადობას და, ასევე, მათთან დაკავშირებული პირები.

პოპულალურები