LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს ისრაელთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის – ირაკლი კობახიძე

20

“საქართველოს პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ქნესეთის თავმჯდომარის სახელით გამართულ ოფიციალურ ვახშამზე განაცხადა.

”ჩვენ აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია და მოხარულები ვართ, რომ ეს თარიღი ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან ძლიერი თანამშრომლობის ფონზე აღინიშნება. ჩვენ გვაკავშირებს არამხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობები, არამედ, პირველ რიგში, 26-საუკუნოვანი მეგობრობა ჩვენს ხალხებს შორის. ჩვენ განსაკუთრებულად ემოციური გრძნობები გვაქვს ებრაელი ხალხისა და ისრაელის სახელმწიფოს მიმართ და ყველას, ვინც ისრაელის სახელმწიფოდან საქართველოში ჩამოდის, შეუძლია, ეს დაადასტუროს,“ –  განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ  ქვეყნებს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობა საპარლამენტო კუთხით.

ორმხრივ ურთიერთობებსა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ქნესეთის თავმჯდომარემ.

”ჩვენ აღვნიშნავთ 25 წლისთავს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან. ეს მხოლოდ ფორმალური დღე არ არის.  25 წელიწადში ჩვენ გრძელი გზა გამოვიარეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო დელეგაციების, მეგობრობის ჯგუფების, სხვადასხვა საკომიტეტო დელეგაციების გაცვლითი ვიზიტები აქტიურია,“ – განაცხადა იული იოელ ედელშტეინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები