LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატებმა არასაპატიო მიზეზით 378 სხდომა გააცდინეს

56

“სამართლიანი არჩევნები“ საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩეული წევრების საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს. როგორც „ფორტუნას“ ნინო რიჟამაძემ განუცხადა, კვლევა სხვადასხვა მიმართულებას ეხება, მათ შორის დეპუტატების მიერ სხდომების გაცდენას, ამომრჩეველთან შეხვედრის ინტენსივობას და საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი ინიციატივების რაოდენობას. მისი ინფორმაციით,  დეპუტატების დამოკიდებულება დიდი ნაწილი არ მონაწილეობდა სანკანონმდელო ინიციატივების წარდგენის პროცეში და ასევე არ იყებდნენ საპარლამენტო ტრიბუნას. რიჯამაძე ამბობს, რომ სხდომების გაცდენების კუთხით მაღალი მაჩვენებლი დაფიქსრირდა. მოქმედი პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატებმა 2012 წლის ნოემბრიდან 2015 წლის საშემოდგომო სესიის ჩათვლით ჯამში არასაპატიო მიზეზით 378 სხდომა გააცდინეს.

ორგანიზაციის ანგარიშში, რომელიც საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩეული წევრების საქმინობას ეხება აღნიშნულია, რომ მაჟორიტარი დეპუტატები ამომრჩევლებს ძირითადად გასვლით ან კაბინეტურ ფორმატში, არასასესიო კვირაში ან საჭიროებისამებრ ხვდებიან. სხვადასხვა დეპუტატების მიერ ამომრჩეველთან შეხვედრის განრიგი დამოკიდებულია დეპუტატების მივლინებებზე ან მათ დროის განრიგზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები