LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის საბიუჯეტო ასიგნებები 2 მილიონ 606 ათასი ლარით იზრდება

79

მომავალი წლისათვის პარლამენტის საბიუჯეტო ასიგნებები 2 მილიონ 606 ათასი ლარით იზრდება. პარლამენტის ბიუჯეტი 2019 წლისთვის 54 მილიონ 696 ათასი ლარი იქნება. პარლამენტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებაზე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იმსჯელეს.

“საკანონმდებლო საქმიანობისთვის განსაზღვრულია ასიგნებები 54 მილიონ 696 ათასი ლარით, მათ შორის საკანონმდებლო, წარმომადგენლობითი და საზედამხედველო საქმიანობისთვის არის 18 მილიონ 530 ათასი ლარი, საპარლამენტო ფრაქციებისთვის და მაჟორიტარული დეპუტატების ბიუროების საქმიანობისთვის – 6 მილიონ 934 ათასი ლარი, საკანონმდებლო საქმიანობისა და ადმინისტრაციული მხარდაჭერისთვის – 29-მილიონ 231 ათასი ლარი. მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით, წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს ასიგნებების ზრდას 2 მილიონ 606 ათასი ლარით“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ, რომელმაც სესიაზე შესაბამისი დადგენილების პროექტი წარადგინა.

ირაკლი კოვზანაძე პარლამენტის წევრების ხელფასების გაზრდის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმურა და აღნიშნა, რომ დეპუტატების ხელფასი არც ერთი თეთრით არ იზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები