LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის შენობასთან „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა

123

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
პოლიციელები აქციის მონაწილეებს ტროტუარზე გადასვლისკენ მოუწოდებდნენ, რასაც აქციის მონაწილეების პროტესტი მოჰყვა. „სოლიდარობა მუშებს“ – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

შეგახსენებთ, რომ შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით სტუდენტური გაერთიანება „აუდიტორია 115“ აქციას მართავს.
აქციის მონაწილეები ითხოვენ ცვლილებები შევიდეს შრომით კანონმდებლობაში, რომლითაც დაცული იქნება დასაქმებულთა უფლებები, ხოლო ზედამხედველობის სამსახური განახორციელებს ეფექტურ კონტროლს, თუ რამდენად არის დაცული სხვადასხვა სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ნორმები.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან თსუ-ს პირველი კორპუსიდან გაემართნენ, რის გამოც მოძრაობა შეზღუდული იყო ჭავჭავაძის გამზირზე, მელიქიშვილის ქუჩასა და რუსთაველზე. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ამ დროისთვის პარლამენტის შენობასთან ვითარება განმუხტულია.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები