LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის თავჯდომარეს უცხოელ სტუმრებთან თავის მართლების რეჟიმში ყოფნა უწევს – ბოკუჩავა

31

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებები, რომელიც მან თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა, იყო სიტყვები სიტყვებისთვის. ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ თუ ეს ასე არ არის, ხელისუფლებამ ეს საკუთარი ქმედებებით უნდა დაამტკიცოს და რეალური ნაბიჯი გადადგას დიალოგისა და კონსესუსისკენ.

 

„სამწუხაროდ, ირაკლი კობახიძეს უცხოელ სტუმრებთან თავის მართლების რეჟიმში ყოფნა უწევს. ისინი გამუდმებით საუბრობენ კონსესუსის მნიშვნელობაზე. პირადად ვკითხე სპიკერს ამის შესახებ და მან ეს განმარტა როგორც შეთანხმება პარლამენტსა და მთავრობას შორის. სამწუხაროა, რომ პარლამენტის თავჯდომარეს, რომელსაც კონსტიტუციონალიზმში აქვს განათლება მიღებული, საკონსიტუციო პროცესის ირგვლივ კონსესუსი ასე წარმოუდგენია“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.