LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

75

დემოკრატია, ეკონომიკა, სოციალური მიმართულება, საგარეო პოლიტიკა, ყველა მიმართულებით გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი და ეს არის მმართველი პოლიტიკური ძალის დამსახურებაა სხვადასხვა მთავრობებში, „ქართული ოცნება“ ყოველთვის ახერხებდა ფუნდამენტური წინსვლის მიღწევას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ქვეყნის წინსვლა იქნება უზრუნველყოფილი შემდეგი მთავრობის პირობებში, ახალი პრემიერ-მინისტრის პირობებში, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად დაასახელებს საპარლამენტო უმრავლესობა. ​

„ გასული 6 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია ფუნდამენტურ პროგრესს და ეს ხდებოდა სხვადასხვა პრემიერ-მინისტრის მმართველობის პირობებში. მთავრობების ცვლა არ იწვევდა ქვეყნის ძირითადი კურსიდან გადახვევას და იმ პროგრესული ვითარებიდან გადახვევას, ჩვენ გვაქვს დრამატული პროგრესი, როგორც დემოკრატიის, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით და ეს პროგრესი მიღებული იქნა ქართული ოცნების მიერ, სხვადასხვა მთავრობის პირობებში. „ქართული ოცნება“ ყოველთვის ახერხებდა ფუნდამენტური წინსვლის მიღწევას და ეს წინსვლა იქნება უზრუნველყოფილი შემდეგი მთავრობის პირობებში, ახალი პრემიერ-მინისტრის პირობებში, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად დაასახელებს საპარლამენტო უმრავლესობა. მოვუწოდებ პრეზიდენტს სიმშვიდისკენ და აღვნიშნავ, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის სტაბილური და ღირსეული განვითარება,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები