LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ჯაფარიძე ციხეში კანონის დაცვით შევიდა

62

“ბრძანებაა გაცემული, ხუთივე მოხდა რეგლამენტის შესაბამისად”-  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მის მიერ ნებართვის გაცემით კანონი არ დარღვეულა.

რაც შეეხება შეკითხვას, რატომ არ დაინტერესდა ჯაფარიძის მიერ სუბელიანთან შესვლის მიზეზით, კობახიძის თქმით, „ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე კითხვებს არ სვამს“.

“ხუთი ბრძანებაა გაცემული, ხუთივე მოხდა რეგლამენტის შესაბამისად. რაც შეეხება იმას, რისთვის სურდა ჯაფარიძეს სუბელიანთან საპატიმროში შესვლა, ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე კითხვებს არ სვამს. როდესაც დეპუტატები მიმართავენ პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის თავმჯდომარე ამოწმებს მხოლოდ უსაფრთხოების საკითხებს, ამის შემდეგ გაიცემა შესაბამისი ნებართვა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მირზა სუბელიანთან ციხეში პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით ბოლოს 14 ოქტომბერს, იმ დღესაც შევიდა, როცა „რუსთავი 2“-მა მათი აუდიოჩანაწერის P.S.-ში გასვლა დააანონსა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თავისივე თანაპარტიელს ციხეში შესვლის ნებართვა ჯამში 5-ჯერ მისცა. ჯაფარიძე სუბელიანთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიმდინარე წლის 6 ივლისს, 20 ივლისს, 10 სექტემბერს, 11 ოქტომბერსა და 14 ოქტომბერს შევიდა. ბრძანებები, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმოწერით On.ge-მ გაავრცელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები