LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის თბილისში გადატანას ქუთაისში აქციით აპროტესტებენ

53

,,დატოვე პარლამენტი ქუთაისში“- ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ქუთაისში, პარლამენტის წინ საპრტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანის წინააღმდეგ გამოდიან. მათი თქმით, ამ გადაწყვეტილებით რეგიონის განვითარება შეფერხდება და ხელისუფლებამ ხალხს უნდა მოუსმინოს.

აქციაზე სამოქალქო საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაცები და პოლიტიკური პარტიები იმყოფებიან.

მანამდე პროტესტის ნიშნად პარლამენტის წინ მშრალი შიმშილი დაიწყო მსოფლიო ჩამპიონმა სამბოში ბესო მიქელთაძემ.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო საქმიანობა ქუთაისიდან თბილისში სრულად გადმოვა. თუმცა ეს მას შემდეგ მოხდება, რაც პარლამენტი რეგლამენტში ცვლილებებს დაამტკიცებს და ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება. ამ საკითხის გარშემო უმრავლესობაში ჯერ ისევ აზრთასხვადსახვაობაა.

რაც შეეხება ქუთაისში მდებარე შენობას, ის, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა. არსებული ინფორმაციით, შს სამინისტრო შენობაში რამდენიმე ქვედანაყოფის, მათ შორის პოლიციის აკადემიის, საინფორმაციო ცენტრ 112-ის განთავსებას აპირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები