LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის წევრები მოკლე კაბის გამო შენობაში არ შეუშვეს

75

ისრაელის პარლამენტის შენობაში მოკლე კაბის ჩაცმის აკრძალვა დღეს ისრაელის პარლამენტის 50-მდე დეპუტატმა გააპროტესტა.

საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე თანამშრომელი და ქნესეთის წევრი დაცვამ შენობაში მხოლოდ იმის გამო არ შეუშვა, რომ კაბები ზედმეტად მოკლედ მოეჩვენათ.

დაცვამ ქნესეთის წევრებს აუხსნა, რომ კაბა მუხლის ქვემოთ 5 სმ უნდა იყოს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში ქნესეთში ჩაცმის სტილი ნელ-ნელა მკაცრდება, თუმცა ამის მიზეზს თანამშრომლებს არავინ უხსნის.

პროტესტის მონაწილეები შენობასთან მოკლე კაბებით მივიდა.

ქნესეთის პრესმდივანმა იუტამ აქირმა აქციას პროვოკაცია უწოდა.მისი თქმით, პარლამენტის შენობაში შესვლაზე უარი მხოლოდ ერთ ადამიანს უთხრეს, დეპუტატის თანაშემწეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები