LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის პროექტი მიიღო

40

საქართველოს პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა. რეზოლუციის პროექტი პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილეს, რის შემდეგაც კენჭისყრა გაიმართა. რეგისტრაცია გაიარა 110-მა დეპუტატმა. რეზოლუციის პროექტს მხარი 106-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ წასულა.

არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებული პარლამენტის რეზოლუციის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ პარლამენტს 2018 წლის 15 ივნისამდე  უნდა წარუდგინოს.

ამასთან, პარლამენტი მთავრობას მიმართავს, მიიღოს ზომები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში” დასახელებულ პირთა მიმართ ყველა შესაძლო შეზღუდვის, მათ შორის სავიზო, ქონებრივი და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად.

რეზოლუციას მხარი დაუჭირეს როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წევრებმა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.